Google-მა თავისი საძიებო სისტემა გაამარტივა — ნახეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ახალი ფუნქციები
Google საკუთარ პლატფორმაზე ციტატების მოძიებას ამარტივებს და აუმჯობესებს მობილურის Chrome აპლიკაციაში Touch to Search საძიებო სისტემას.
ციტატის მოძიება გულისხმობს გუგლის საძიებოში სიტყვის ან ფრაზის ბრჭყალებით მონიშვნას. შემდეგ პლატფორმა მოძებნის იმ ტექსტებს სადაც სიტყვათა ზუსტად ეს თანმიმდერობა მეორედება. ძველ საძიებოში პრობლემა იყო ის, რომ Google Search არ აჩვენებდა, რომელ გვერდზეა ჩვენთვის საინტერესო სიტყვა თუ ფრაზა. თქვენ ოდნავ მეტი შრომა გიწევდათ, რათა ეს გაგეგოთ. მაგრამ ახლა მოძიებულ შედეგებთან ერთად გამოჩდნება "პატარა ნაწყვეტი" (მასზე დაჭერით ახალი ფანჯარა გაიხსნება), რომელიც გაჩვენებთ, ზუსტად სად არის თქვენი გამუქებული (bolded) ციტატა.
როგორც ჩანს, ეს სიახლე უკვე ჩაშვებულია პლატფორმაში. თუ საძიებოში მოკლე ტექსტს დაწერთ და ბრჭყალებით მონიშნავთ, გამოჩნდება მოკლე მონაკვეთი, სადაც თქვენი ფრაზა გამუქებულად გამოჩნდება.
Google Search-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი იონგხაო ძინი ხსნის, რომ მიზეზი, რატომაც არ იყო ადრე ეს პატარა დანამატი, იყო ზოგიერთი ვებგვერდის შემთხვევაში გაჩენილი ტექნიკური ხარვეზები. სპეციფიკური ფრაზა ჩნდება ან გვერდის მენიუს უკან ან ვებგვერდის საერთოდ სხვა გვერდზე, რაც მოძიების დროს ზრდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხარვეზი დღემდე არაა სრულად აღმოფხვრილი, Google-მა მაინც გადაწყვიტა ამ სიახლის დამატება
კომპანიაში აღიარებენ, რომ ეს სიახლე არც სრულყოფილია და არც უნივერსალური. თუ გვერდზე ციტატა რამდენიმე ადგილას მეორდება და "თუ ისინი ერთმანეთისგან შორს არიან, მაშინ "პატარა ნაწყვეტი" ვერ შეძლებს ყველა ადგილის ჩვენებას". ამას გარდა, "პატარა ნაწყვეტში" გამუქებული ციტატა მხოლოდ კომპუტერის შემთხვევაში გამოჩდნება, მობილურეში კი ეს არ იქნება შესაძლებელი. სურათებისა და ახალი ამბების პატარა ნაწყვეტებში კი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ციტატა გამუქებული.
მობილურის Chrome-ის მცირე ცვლილებები
Google-მა ცვლილებები მობილურის Chrome-ის Touch to Search სისტემაშიც შეიტანა.
Touch to Search მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გვერდიდან გაუსვლელად სწრაფად მონიშნონ და მოძებნონ სპეციფიკური სიტყვები თუ ფრაზები.
ახლა სისტემას უფრო დეტალური კონტროლი აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიძიონ მომხმარებლებმა საჭირო ინფორმაცია. Chrome Setting-ის მენიუში თქვენ უნდა ჩართოთ ფუნქცია "ჩართე მიმდებარე ტექსტი გუგლის შედეგებში", რაც თქვენ მიერ მონიშნული სიტყვის თუ ფრაზის მიმდებარე ტექსტსაც (კონტექსტს) ჩართავს ძიების პროცესში, შესაბამისად შედეგიც უკეთესი და ზუსტი იქნება. ამას გარდა, თუ ადრე სიტყვის მონიშვნისთვის მასზე თითის დაჭერა და შეკავება გჭირდებოდათ, უახლესი ცვლილებით ეს ერთი დაჭერითაც იქნება შესაძლებელი.
Google-მა სხვა სიახლეებიც დააანონსა. მაგალითად, შემოთავაზებები, რომლებიც თქვენ მიერ მონიშნულ სიტყვას მოჰყვება. პირობითად, თუ თქვენ მონიშნავთ "სან ფრანცისკოს", სისტემამ შეიძლება შემოგთავაზოთ, მაგალითად, "სან ფრანქცისკოს წვეულებები" ან სან ფრანცისკოს მოსახლეობა".
კომენტარები