8 მწერალი, რომლის ადრინდელ პროფესიაზე ალბათ არაფერი გსმენია
ფოტო: Getty Images
მწერლობა ადვილი არაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ახალბედა ხარ. რთულია არა მხოლოდ უშუალოდ წერის პროცესი, არამედ მუშაობისთვის დროის გამონახვაც. სწორედ ამიტომ — ან სულაც სხვა გარემოების გამო — ბევრი მწერალი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე სხვა საქმიანობას ეწეოდა. ზოგიერთი მათგანის ადრინდელი კარიერა ყველასთვის ცნობილია; მაგალითად, ბევრს გაუგია, რომ როულინგი პოტერიადის შექმნამდე მასწავლებელი იყო, თუმცა, ყველამ როდი იცის, რომ ნობელიანტი კაზუო იშიგუროს გეგმებში მწერლობა სულაც არ შედიოდა...
1. ხალიდ ჰოსეინი
ფოტო: Getty Images
ჰოსეინი 15 წლის იყო, 1980 წელს ავღანეთიდან აშშ-ში ლტოლვილად რომ ჩავიდა. მაშინ მხოლოდ რამდენიმე ინგლისური სიტყვა იცოდა. მართალია, მწერლობა სურდა, მაინც აუხდენელ ოცნებას ჰგავდა ამბების მოყოლა იმ ენაზე, რომელზეც არ საუბრობდა.
ამიტომ, გადაწყვიტა, უფრო "სერიოზული" პროფესია აერჩია და ექიმი გამხდარიყო. მოგვიანებით კი, როცა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში ინტერნად მუშაობდა, დილაობით, სამსახურში წასვლამდე, ცოტ-ცოტას წერდა კიდეც. საბოლოოდ, ეს ნაწერები მწერლის პირველ რომანად — ფრანით მორბენალი — იქცა, რომელსაც გამოცემისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად. ამის გამო, ჰოსეინმა გადაწყვიტა, წერისთვის მთელი თავისი დრო დაეთმო და მედიცინას თავი 2004 წელს დაანება.
2. ჯეკ ლონდონი
ფოტო: Pictorial Press LTD / Alamy
მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი რომანისტი ახალგაზრდობაში მრავალგვარი საქმიანობით იყო დაკავებული. მოზარდობისას იგი ხამანწკებზე ნადირობდა, მერე კი წყნარ ოკეანეში მცურავი გემის ეკიპაჟს შეუერთდა. 1897 წელს იგი კლონდაიკის რეგიონში ოქროს მასობრივი მოპოვების პროცესში ჩაერთო, თუმცა, სიმდიდრე და წარმატება მხოლოდ მაშინ ეწვია, როცა თავისი საქმიანობის გამოცდილება რომანებად და მოთხრობებად აქცია. 1903 წელს მან მან ნაწარმოები წინაპართა ძახილი გამოსცა, რომელიც მაშინვე ბესტსელერი გახდა და ავტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა.
3. მარკ ტვენი
ფოტო: Bettmann / Getty Images
მარკ ტვენს, რომლის ნამდვილი სახელი სემუელ კლემენსი იყო, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება 12 წლის ასაკში მოუხდა. მაშინ მან პირველი სამსახური ადგილობრივ გაზეთში იშოვა და მბეჭდავი გახდა. თუმცა, მისი ლიტერატურული კარიერის წინაპირობად თბომავალზე მუშაობის დაწყება გახდა. სწორედ აქ აირჩია საკუთარი ფსევდონიმი მწერალმა, რომელიც მკითხველმა თავდაპირველად იუმორისტული მოთხრობების ავტორად გაიცნო. მოგვიანებით, ავტორმა ამერიკულ ლიტერატურაში ორი მეტად გამორჩეული ნაწარმოები — ტომ სოიერის თავგადასავალი და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი — დაწერა.
4. ჯორჯ მარტინი
ფოტო: Nick Agro / Getty Images
ლეგენდარული ვესტეროსის შემქმნელი ბავშვობაში კომიქსებით იყო გატაცებული. მარტინს ამბები იმდენად უყვარდა, რომ წერას დიდად არასდროს დაშორებია. იმის მიუხედავად, რომ 1983 წელს გამოცემულმა სადებიუტო რომანმა The Armageddon Rag ავტორს დიდი წარმატება არ მოუტანა, ჯორჯმა The Twilight Zone-ის ახალი ვერსიის სცენარზე იმუშავა, მოგვიანებით კი მზეთუნახავისა და ურჩხულის სატელევიზიო სერიალიც შექმნა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო სატახტოთა თამაშის წერა — წიგნისა, რომელიც შემდგომ საკულტო ფენტეზი საგის პირველ ნაწილად იქცა. მართალია, კომერციული წარმატებით არც ეს წიგნი გამოირჩეოდა, თუმცა, მისმა გაგრძელებებმა, მოგვიანებით კი HBO-ის გახმაურებულმა სერიალმაც მარტინს საყოველთაო აღიარება მოუტანა. დღეს ყინულისა და ცეცხლის სიმღერა მსოფლიოში 90 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული.
5. ტონი მორისონი
ფოტო: Katy Grannan / The New York Times
როცა ლეგენდარული ტონი მორისონი თავის პირველ წიგნზე, ყველაზე ცისფერი თვალი, მუშაობდა, წერისთვის დროის გამონახვა გამომცემლობაში საქმიანობისა და ორი შვილის გაზრდის პარალელურად უწევდა. როდესაც მწერალი გარდაიცვალა, მაშინ თქვეს, რომ მორისონმა შესანიშნავად წარმოაჩინა, რა "როლს ასრულებენ ქალები საზოგადოების გადარჩენაში" — ამაში ხომ მას სწორედ საკუთარი გამოცდილება დაეხმარა.
სხვათა შორის, გამომცემლობამდე მორისონი აკადემიურ სფეროში მუშაობდა — ჯერ ტეხასის სამხრეთულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოუარდის უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ლექციებს. პედაგოგიურ საქმიანობას პერიოდულად იგი მოგვიანებითაც უბრუნდებოდა, როცა უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი იყო.
6. ფრენკ ჰერბერტი
ფოტო: MOHAI
ფრენკ ჰერბერტი გაზეთში მუშაობდა რეპორტიორად, როცა დიუნის იდეა ეწვია. ტექსტი რომ სერიალიზებულად დაიბეჭდა ჟურნალში, 40 წელს გადაცილებული მწერლის ნაწარმოებს დადებითად შეხვდნენ სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები. თუმცა, განსაკუთრებულ წარმატებას ჰერბერტმა მაშინ მიაღწია, როცა დიუნის გამოცემა საგამომცემლო სახლმა გადაწყვიტა. 1972 წელს ავტორმა გაზეთში მუშაობას თავი დაანება, რადგან წერის საშუალება მიეცა.
7. კაზუო იშიგურო
ფოტო: Howard Sooley
იშიგურო 5 წლის ასაკიდან ფორტეპიანოზე უკრავდა, 15 წლის ასაკში კი გიტარაზე შესრულებაც დაიწყო. მომავალი მწერალი თავდაპირველად მუსიკოსობას აპირებდა და პროდიუსერებსაც შეხვდა, მაგრამ, იმათ თურმე "ორ წამში" უთქვამთ, ეს საქმე არ გამოვაო.
მოგვიანებით, იშიგურო უსახლკაროთა თავშესაფარში და სასტუმროშიც მუშაობდა, მაგრამ წარმატებული მაინც წერით გახდა. იშიგუროს სადებიუტო რომანმა, რომელიც მან 27 წლის ასაკში გამოსცა, კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
8. სტიგ ლარსონი
ფოტო: Expo / Britt-Marie Trensmar
ცნობილ შვედ მწერალს წერა ყოველთვის უყვარდა, თუმცა, მისი ეს მისწრაფება ჟურნალისტიკის პროფესიისკენ უფრო იხრებოდა. 20 წელს გადაცილებულმა ეროვნულ არმიაშიც იმსახურა, მერე კი შვედეთში ულტრამემარჯვენე რადიკალიზმს თავისი სოციალისტური და ანტიფაშისტური ნაწერებით დაუპირისპირდა.
ლარსონი ასევე მუშაობდა გრაფიკული დიზაინის კომპანიაში და თავისუფალ დროს მემარცხენე გამოცემისთვის სტატიების წერას ახმარდა. 2002 წელს მან მხატვრული ნაწარმოების შექმნა მოიწადინა — იმედოვნებდა, მისი წარმატებით თავისი სხვა საყვარელი საქმეების კეთებასაც შეძლებდა. თუმცა, ავტორი იმ დროს არ მოსწრებია, როცა დეტექტიური რომანი გოგო დრაკონის ტატუთი და მისი ორი გაგრძელება მსოფლიო ბესტსელერებად იქცა; ლარსონი 50 წლის ასაკში მანამდე გარდაიცვალა, სანამ მისი წიგნები გამოქვეყნდებოდა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები