ვინ და როდის გამოიგონა ჭადრაკი?
ჭადრაკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი თამაშია მსოფლიოში. გაეროს შეფასებით, დაახლოებით 605 მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში — ეს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 8%-ია — რეგულარულად თამაშობს მას.
ჭადრაკმა დროს გაუძლო. ის ძალიან დიდი ხანია რაც არსებობს და პოპულარობა არასდროს დაუკარგავს. თამაშმა ასევე მიიღო სტიმული 2020 წლის Netflix-ის სერიიდან "დედოფლის გამბიტი", რომელსაც ასობით მილიონმა ადამიანმა უყურა. ამან გამოიწვია ჭადრაკის ბუმი. შოუს გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში eBay-ზე ჭადრაკის გაყიდვები 215%-ით გაიზარდა.
ჩნდება შეკითხვა, როგორ გაჩნდა ეს თამაში და ვინ გამოიგონა ის?
საიდან წარმოიშვა ჭადრაკი
ჭადრაკის ძალიან დიდი ასაკის გამო მისი ზუსტი წარმოშობის დადგენა რთულია. და, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ჭადრაკის უშუალო შემქმნელად, ისტორიკოსების უმეტესობა — თუმცა, არა ყველა — მიიჩნევს, რომ თამაში წარმოიშვა ინდოეთში.
"გარდა იმისა, რომ ინდოეთში უფრო ადრე იყო ისტორიული ატრიბუტები, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში, საყურადღებოა ლინგვისტიკა. თანამედროვე სიტყვა "shatranj", გამოიყენება როგორც სპარსულში, ასევე არაბულში, აშკარად მომდინარეობს სანსკრიტიდან "chaturanga". და ეს არის "ჩატურ", ლათინური "quattuor"-ის ფესვი, ნიშნავს ოთხს, პლუს "ანგა", რაც კიდურებს ნიშნავს", — ამბობს კენეტ ვ. რეგანი, ჭადრაკის საერთაშორისო ოსტატი. ის ასევე ბუფალოს უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის ასოცირებული პროფესორია.
სანსკრიტის სახელი "ჩატურანგა" უხეშად ითარგმნება როგორც "ჯარის ოთხი წევრი". აქ იგულისხმება სპილოები, ცხენები, ეტლები და ქვეითი ჯარისკაცები.
ჭადრაკის პირველი ეგზემპლარები — მათ შორის ყველაზე ადრეული ცნობილი ვერსია, რომელიც მერვე საუკუნით თარიღდება, შეიცავდა ეტლსა და სპილოებს. ისინი საბოლოოდ შეცვალეს, "კუმ" და "ეტლმა".
მიუხედავად იმისა, რომ ერთი ინდივიდი არ შეიძლება დასახელდეს ჭადრაკის გამომგონებლად, უძველესი ლეგენდა, რომელიც სიტყვასიტყვით არ უნდა იქნას აღქმული, თამაშის შემქმნელად ასახელებს დიდ ვეზირს სისა ბენ დაჰირს. სიუჟეტის თანახმად, მან პირველი საჭადრაკო დაფა აჩუქა ინდოეთის მეფე შირჰამს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ ლეგენდის ყველაზე ადრეულ წერილობით ცნობას 1256 წლიდან, დიდი ალბათობით, ის არა მხოლოდ აპოკრიფული იქნება, არამედ საკმაოდ არარეალურიცაა.
თუმცა, ყველა ისტორიკოსი არ ეთანხმება იმას, რომ ჭადრაკი ინდოეთში წარმოიშვა. 1996 წლის ნარკვევში, ესპანელმა მოჭადრაკემ და ისტორიკოსმა რიკარდო კალვომ დაწერა, რომ ჭადრაკის სამშობლო ირანია. ეს დასკვნა მან ძირითადად იმის საფუძველზე გააკეთა, რომ ძველ სპარსულ ლიტერატურაში ჭადრაკს უფრო ხშირად ახსენებდნენ, ვიდრე ეს ინდურ ლიტერატურაშია. თუმცა, საერთო კონსენსუსი მაინც ინდოეთზე იხრება. მართლაც, სპარსული წარმოშობის ისტორიის მხარდამჭერები, როგორც წესი, ირანიდან არიან და, შესაბამისად, შეიძლება არ იყვნენ ობიექტურები.
როდის გამოიგონეს ჭადრაკი?
არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომ ჭადრაკი მე-6 საუკუნემდე არსებობდა. მას შემდეგ თამაში განვითარდა, სხვადასხვა კულტურებმა კი მასზე გავლენა იქონიეს. საუკუნეების განმავლობაში გამოჩნდა როგორც უმნიშვნელო, ისე ძირითადი ცვლილებები.
ყველა ძირითად რეგიონალურ კულტურას, მათ, ვისაც საკმარისად დიდი გავლენა ჰქონდა, გააჩნდა ჭადრაკის საკუთარი ფორმები. მაგალითად, არაბული ჭადრაკის დაფაზე ფიგურები უფრო ფართოდ იყო. ფიგურები არ იყო ისეთი სწრაფი და დინამიური, როგორც დღეს არის და შედეგად თამაში ხშირად ფრედ სრულდებოდა.
თუმცა დროთა განმავლობაში ჭადრაკი უფრო სტანდარტიზებული გახდა. მკვლევრები ხაზს უსვამენ მე-15 საუკუნის მათემატიკოსის, ლუკა პაჩიოლის გავლენას, რომელმაც დაწერა "De ludo schacorum" ("ჭადრაკის თამაშზე"). ხელნაწერმა, რომელიც ასევე ცნობილი გახდა, როგორც "Schifanoia" ("მოსაწყენი თავდამსხმელი"), სწრაფად დაიმკვიდრა თავი, როგორც ჭადრაკის ბიბლიამ.
მაშ, რატომ დარჩა ჭადრაკი ამდენი ხნის განმავლობაში პოპულარული და რატომ თამაშობენ მას უფრო ხშირად ვიდრე სხვა უძველეს თამაშებს, როგორიცაა, მაგალითად, Go. Go ითვლება მსოფლიოში უძველეს სამაგიდო თამაშად და ჰყავს დაახლოებით 60 მილიონი რეგულარული მოთამაშე. თუმცა, ეს რაოდენობა არაფერია ჭადრაკის მოყვარულებთან შედარებით.
მიიჩნევა, რომ ჭადრაკი არის თამაში, რომლითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ სხვადახვა ადამიანებს. შეიძლება იყო პროფესიონალი, მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე, მოყვარული, ან სულაც დამწყები, მაგრამ უშუალოდ თამაშით მაინც ერთნაირად მიიღო სიამოვნება. მეტიც, ის თავს არასდროს წურავს, შეგიძლიათ ითამაშოთ უსასრულოდ, მაგრამ ერთი კონკრეტული პარტია შეიძლება არასდროს განმეორდეს. და ეს ყველაფერი ერთ პატარა დაფაზე, რამდენიმე ფიგურით.
შესაბამისად, როგორც ჩანს ჭადრაკი თავს კიდევ ძალიან დიდხანს არ მოგვაწყენს. მეტიც, როგორც ვხედავთ, მისით უკვე კომპიუტერები ინტერესდებიან და მშვენივრადაც თამაშობენ.
კომენტარები