აღმოჩენა — ჭიანჭველების კოლონია ნეირონული ქსელის მსგავსად მოქმედებს
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭიანჭველების კოლონიები ნეირონული ქსელივით მოქმედებენ. მწერების ჯგუფი იყენებს როგორც გარე წყაროებს, ასევე შინაგან პრინციპებს, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ ერთობლივად.
კონკრეტულ კვლევაში, ჯგუფმა შეისწავლა, როდის და როგორ ახდენენ ევაკუაციას ჭიანჭველების კოლონიები ბუდეებიდან, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო. რაღაც მომენტში კოლექტივმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბუდე უნდა მიტოვებულიყო.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჭიანჭველები მოქმედებდნენ მთლიან სისტემაში ისევე, როგორც ნეირონები ფუნქციონირებენ მთლიან ტვინში.
"დაკვირვებით გამოვავლინეთ, რომ ჭიანჭველების კოლონია, როგორც კოგნიტური სისტემა ისე მუშაობს. ეს არის ერთ-ერთი პირველი გადადგმული ნაბიჯი იმის გასაგებად, თუ როგორ ერთვებიან მწერების საზოგადოებები კოლექტიურ გადაწყვეტილებებში", — ამბობს დანიელ კრონაუერი, რომელიც ხელმძღვანელობს როკფელერის უნივერსიტეტის სოციალური ევოლუციისა და ქცევის ლაბორატორიას ნიუ-იორკში.
ექსპერიმენტმა მოიცვა ტემპერატურის კონტროლირებადი ბუდე, თვალთვალის კამერა და წერტილებად მონიშნული ჭიანჭველები. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ჭიანჭველებმა კოლონია დატოვეს მაშინ, როდესაც ტემპერატურამ 34 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
თუმცა, როდესაც საქმე გვქონდა კოლონიის ზომის ზრდასთან, ასევე გაიზარდა ტემპერატურის ბარიერი. 200 ჭიანჭველისგან შემდგარ კოლონიაში მწერებმა 36 გრადუსამდე არ დატოვეს კოლონია. მათემატიკური მოდელირების საშუალებით, გუნდმა შეძლო ეჩვენებინა, თუ როგორაა დაკავშირებული ჭიანჭველების კოლექტიური სენსორული რეაქციის ბარიერი ამ ორ ფაქტორის ბალანსთან.
"როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღების ფაქტორი დაკავშირებულია ჯგუფის ზომასთან", — ამბობს კრონაუერი.
ის, რაც კვლევიდან არ არის ნათელი, ისაა, თუ რატომ უნდა იქონიოს ჯგუფის ზომამ გავლენა კოლონიის მიტოვება არ მიტოვებაზე. ცალკეულმა ჭიანჭველებმა არ იცოდნენ ჯგუფის ზომა, ასე რომ, რაღაც სხვა ფაქტორი უნდა ყოფილიყო.
მკვლევრების მიერ წამოყენებული ერთი ჰიპოთეზა არის ის, რომ ფერომონები, ანუ ქიმიური მესინჯერები, თავის ეფექტს აფართოებენ მაშინ როცა კომუნიკაციაში მეტი ჭიანჭველაა ჩართული. კიდევ ერთი მოსაზრება ისაა, რომ ჭიანჭველების უფრო დიდი ჯგუფის გადაადგილებისას ინფორმაციის გაცვლასაც მეტი რესურსი სჭირდება.
რაზეც კვლევა მეტ ინფორმაციას გვაწვდის ეს ჭიანჭველებზე კოლექტიურ დონეზე დაკვირვებაა. მეცნიერების თქმით, მომავალ კვლევაში ისინი მეტი პარამეტრის შესწავლას შეძლებენ.
"ამ ეტაპზე ჩვენ შევძელით და დავაკვირდით იმას თუ როგორ იღებენ ჭიანჭველები კოლექტიურ დონეზე გადაწყვეტილებას. ეს ნამდვილად ნეირონული ქსელის მუშაობის პრინციპს ჰგავს", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები