Synchron-მა აშშ-ში ტვინში იმპლანტის ჩანერგვის პირველი პროცედურა ჩაატარა
ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ინტერფეისი პოპულარობას სულ უფრო იკრებს და ნელ-ნელა რეალური ხდება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ სტარტაპმა Synchron-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტვინში იმპლანტის ჩანერგვის პირველი პროცედურა წარმატებით განახორციელა.
ნიუ იორკში მდებარე მაუნტ სინაი უესტის საავადმყოფოში მომუშავე ექიმებმა პაციენტის ტვინის მოტორულ ქერქში კომპანიის მიერ შექმნილი ელექტროდების წყება, Stentrode ჩანერგეს. პროცედურა COMMAND-ის სახელით ცნობილი ცდის ფარგლებში
შედგა, რომელიც პარალიზის მქონე ადამიანებისთვის ინტერფეისის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების განსაზღვრაში მდგომარეობს. მსგავსი ტექნოლოგია მათ ციფრული პლატფორმების "გონების ძალით" გამოყენების საშუალებას აძლევს.
ქირურგებმა იმპლანტაციისთვის ენდოვასკულარული მეთოდი გამოიყენეს და თავის ქალის გავლით ტვინში ჩაღწევის ნაცვლად, ელექტროდები საუღლე ვენიდან შეიყვანეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხოლო პაციენტი სახლში 48 საათში დაბრუნდა.
ასევე წარმატებული აღმოჩნდა ავსტრალიაში მიმდინარე ცდაც, რომელშიც 4-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ. მათ ჯანმრთელობას აქამდე საფრთხე არ შეჰქმნია.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან ცდების ჩატარების ნებართვა 2021 წლის ივლისში მიიღო, რითაც ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს დროში გაუსწრო.
კომენტარები