ახალი კვლევის მიხედვით, ინდიელებს ფესვები სამხრეთ ჩინეთში აქვთ
ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ახლა კი ჟურნალში Current Biology-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევა გვეუბნება, რომ ადგილობრივი ამერიკელები შესაძლოა სამხრეთ ჩინეთიდან იყვნენ.
მკვლევრებმა გამოავლინეს, რომ ჩინეთში აღმოჩენილი 14 000 წლის წინანდელი ადამიანის ნამარხთან სავარაუდოდ ინდიელების წარმომავლობაა დაკავშირებული. ნამარხი ისეთივე ძველია, როგორც გვიანი პლეისტოცენი, რომელიც არაოფიციალური ხანაა საერთაშორისო გეოლოგიურ დროში.
ნამარხის გაანალიზების მიზნით, მკვლევრებმა მისი გენომები შეადარეს მსოფლიოს ადამიანთა გენომს. შედეგებმა აჩვენა, რომ ძვლები ეკუთვნოდა ინდივიდს, რომელიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ აზიის ადგილობრივ ამერიკელების ოჯახთან.
დასკვნაში ნათქვამია, რომ სამხრეთ აზიელი ხალხი მშობლიურ ამერიკელებთან არიან დაკავშირებული. როგორც ჩანს, თითქმის მთელ მსოფლიოში მოგზაურობისას სამხრეთ აზიელებმა "ახალ სამყაროს" ჩინეთის, იაპონიის, ციმბირისა და ბერინგის სრუტის გავლით მიაღწიეს.
"დნმ-ის ანალიზის ტექნიკა ნამდვილად ძლიერი ინსტრუმენტია. ის საკმაოდ ცალსახად გვეუბნება, რომ შესწავლილი ნამარხები თანამედროვე ადამიანებს ეკუთვნით. იყო ვარაუდები, რომ ნაშთები არქაული ადამიანების, ნეანდერტალელების ან დენისოველების უნდა ყოფილიყო", — ამბობენ მკვლევრები.
საწყისი წერტილი: იუნანის პროვინცია
სამი ათწლეულის წინ, არქეოლოგები ეწვივნენ ჩინეთს ძვლების ნამარხების გამოსაკვლევად, რომელიც იუნანის პროვინციაში, წითელი ირმის გამოქვაბულში იყო. ნამარხები მოიცავდა ჰომინინის თავის ქალას, რომელიც ჰგავდა როგორც თანამედროვე ადამიანისას, ისე არქაულისას. თავის ქალა ნეანდერტალელების ფორმისას წააგავდა, ხოლო ტვინი თანამედროვე ადამიანისაზე პატარა უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ანთროპოლოგებმა დაასკვნეს, რომ ინდივიდი ეკუთვნოდა არქაულ ადამიანურ სახეობას ან ჰიბრიდულს, რომელიც შედგებოდა როგორც არქაული, ისე თანამედროვე ადამიანისგან.
2018 წელს, ქსუპინგ ჯიმ, არქეოლოგმა იუნანის კულტურული რელიქვიებისა და არქეოლოგიის ინსტიტუტიდან მოახერხა უძველესი თავის ქალადან დნმ-ის ამოღება. გენომის თანმიმდევრობამ აჩვენა, რომ ინდივიდი ეკუთვნოდა თანამედროვე ადამიანების გადაშენებულ სახეობას. მათი შთამომავლები კი ახლა გვხვდება აღმოსავლეთ აზიაში, ინდო-ჩინეთის ნახევარკუნძულზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებზე.
იმისათვის, რომ გააფართოონ თავიანთი სამუშაოები, მეცნიერები კვლევების მასშტაბები გაზრდას გეგმავენ.
"ასეთი მონაცემები არა მხოლოდ დაგვეხმარება უფრო სრულყოფილი სურათის დანახვაში, თუ როგორ მიგრირებდნენ ჩვენი წინაპრები, არამედ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იცვლიან ადამიანები ფიზიკურ გარეგნობას დროთა განმავლობაში ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაციით. ეს მოიცავს კანის ფერის ცვლილებებს მზის სხივების საპასუხოდ", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები