სავარაუდოდ, რუსეთი ქმნის ლაზერულ იარაღს, რომლის მიზანიც დასავლური თანამგზავრების განადგურებაა
ღია წყაროებზე დაფუძნებული გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი, რომ რუსეთი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ზელენჩუკსკაიასთან, აშენებს უზარმაზარ ლაზერზე დაფუძნებულ ანტი-სატელიტურ იარაღს. ამის შესახებ Space.com იტყობინება. ეს საშუალებას მისცემს მათ მარტივად ჩამოაგდონ კონკურენტი თანამგზავრები, თუმცა, ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, იმუშავებს თუ ეს ტექნოლოგია.
2021 წლის ნოემბერში რუსეთმა განათავსა ანტი-სატელიტური რაკეტები, რათა ეჩვენებინა, რომ ნებისმიერ დროს, თავისი სურვილისამებრ ჩამოაგდებს მოწინააღმდეგის თანამგზავრებს. ის, რაც ძალის დემონსტრაცია უნდა ყოფილიყო, გიჟური ვარჯიში აღმოჩნდა, რომელსაც კინაღამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტი შეეწირა.
გარდა იმისა, რომ ეს კონკურენეტების მოშორების საკმაოდ სასტიკი გზაა, ამ ოპერაციამ კოსმოსში ნაგვის 1 500 ნაწილაკი წარმოქმნა, რომლებიც ზებგერითი სიჩქარით მოძრაობდნენ. თუ რუსეთი შეძლებს საკუთარი ახალი იარაღის წარმოებას, მას მომავალში აღარ მოუწევს ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა.
ელექტრო-ოპტიკური ომი
დრონების გამოყენების ზრდასთან ერთად სამხედრო სფეროშიც შეიცვალა მათთან ბრძოლის მეთოდები — მათ ჩამოსაგდებად ხდება ან დრონის სიგნალების დახშობა, ანაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილების ლაზერით დადნობა. ახლა რუსეთი უფრო ღრმად მიდის და აპირებს ლაზერის გამოყენებას, რათა თვით სატელიტეებიც კი დააბრმავოს.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რადიო-ტელესკოპის RATAN-600-ის მახლობლად, ზელენჩუკსკაიასთან აშენებს მოწყობილობას, რომელსაც "კალინა" დაარქვეს.
The Space Review-ში გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, მოწყობილობის აგება მრავალი წლის წინ დაიგეგმა, მაგრამ Google Earth აჩვენებს, რომ მისი კონსტრუქციის პროცესი არც ისე დიდი ხანია, რაც დაიწყო კოსმოსზე დაკვირვების კომპლექსში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვეშ ოპერირებს.
უფრო დეტალური ინფორმაციით, "კალინა" აღჭურვილია ადაპტური ოპტიკური თვალთვალის სისტემით, რაც მას ატმოსფერულ ქაოსში მოქმედებას გაუმარტივებს. ამასთანავე, ლაზერულ იარაღს აქვს საკუთარი სისტემა, რომლითაც შეუძლია, თავისი სამიზნიდან არეკლილი სინათლის აღმოჩენა და ამგვარად მიზანში ზუსტი ამოღება.
თუ ლაზერის გამოყენების ადრინდელი ცდები სატელიტს დროებით აბრმავებდნენ, რუსეთი დღეს მთელს თავის პოტენციალს იყენებს, რათა სატელიტი სრულად გამოიყვანოს მწყობრიდან.
რუსეთის საჭიროება, რომ სატელიტეები გაანადგუროს
რუსეთის სურვილი, რომ სატელიტეები გაანადგუროს, შესაძლოა იყოს ერთგვარი რეაქცია იმ გამოცდილებაზე, რაც მას ახლა უკრაინაში შეჭრისას აქვს. გავიხსენოთ, რომ SpaceX-ის Starlink-ის ინტერნეტმა სრულად გაანადგურა რუსეთის საინფორმაციო კამპანია უკრაინაში ისე, რომ რუსეთის კიბერთავდასხმის მიმართ მედეგი დარჩა.
Space X-ის CEO-მ ილონ მასკმა განაცხადა, რომ მის კომპანიას ახალი სატელიტეების გაშვება უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე მის კონკურენტს — მათი ჩამოგდება. წარუმატებელმა კოსმოსურმა ექსპერიმენტმა საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ამიტომ რუსეთის პროექტი "კალინა", შესაძლოა, სატელიტეების ჩამოგდების ნაკლებად ფეთქებადი გზის არჩევის გამოხატულებაც იყოს.
როგორც კოსმოსური ძალების გენერალმა, დევით ტომპსონმა აღნიშნა – რუსეთი და ჩინეთი ამერიკულ სატელიტეებს მიზანში ყოველდღიურად იღებენ და იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთიც დამოუკიდებლად ავითარებს ანტი-სატელიტურ სისტემას, შესაძლოა, მალე მათ მართლაც შეიძინონ მოქნილი იარაღი.
მთავარი კითხვაა — როგორ შეუძლიათ ამერიკულ სატელიტეებს თავი აარიდონ ამ თავდასხმებს.
კომენტარები