მეცნიერებმა აცლჰაიმერის წარმოქმნის მთავარი მიზეზი გაარკვიეს — ახლა მედიკამენტების ჯერია
დღეს ალცჰაიმერის მკურნალობა ძალიან რთულია. ამიტომ, მეცნიერები მის პრევენციაზე მუშაობენ, სურთ მიაგნონ მეთოდს, რაც დაავადების გაჩენას შეუშლის ხელს. თებერვალში გავიგეთ, რომ შეიმუშავეს სისხლის ანალიზის ახალი მეთოდი, რომელსაც ალცჰაიმერის დემენციის აღმოჩენა 93 პროცენტის სიზუსტით შეუძლია. ასევე, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ალცჰაიმერის დიაგნოსტიკა შედარებით გამარტივდა და ის ერთი სკანირებით იქნება შესაძლებელი.
ჩვენ ვიცით, რომ ალცჰაიმერი ტვინის უჯრედების დაავადებაა და ის ჩნდება მაშინ, როდესაც ცილა, სახელად ამილოიდ-ბეტა, გროვდება და ტვინში ფენებს წარმოქმნის. მიუხედავად ამისა, მკვლევრებს ბოლომდე არ ესმით, როგორ ან რატომ ხდება ეს. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი ტვინში სისხლის მიწოდებას აქვს.
ახლა, მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ტვინში სისხლძარღვების ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. აღმოჩენებმა შეიძლება გზა გაუხსნას ახალი წამლების შემუშავებას. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ცილის უფრო მცირე ვერსია სახელწოდებით Amyloid-β 1-40 (Aβ1-40) გროვდება მცირე არტერიების კედლებში და ამცირებს ტვინში სისხლის ნაკადს.
შევიწროებული არტერიები ტვინს აშიმშილებს
ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში მეხსიერების დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მცირე არტერიების შევიწროვებაა. მას პიალური არტერიები ეწოდება და ფარავს ტვინის ზედაპირს. ეს არტერიები არეგულირებს ტვინში სისხლისა და ჟანგბადის მიწოდებას. თუ ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიწროვდებიან, ტვინი ვერ მიიღებს შესაბამის "საკვებს", რაც იწვევს მეხსიერების დაქვეითებას.
ჯგუფმა ჩაატარა კვლევა თაგვებზე და გაარკვია, რომ ალცჰაიმერის დაავადების მქონე თაგვების პიალური არტერიები წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით Aβ1-40-ს. შესაბამისად, მათი არტერიები უფრო ვიწრო იყო ვიდრე ჯანმრთელი თაგვების. ასევე გაირკვა, რომ BK ცილა, რომელიც გაფართოებულ არტერიებში გადასცემს სიგნალს, გამორთულია Aβ 1-40-ის მიერ.
გაგება იმის, თუ როგორ მოქმედებს ალცჰაიმერი სისხლძარღვებზე, შეიძლება თამაშის შემცვლელი იყოს
ჯერჯერობით, ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა უკიდურესად რთულია. ახალი კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ეს მიდგომა არის ის, რასაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მათი თქმით, დაავადების გამომწვევ მთავარ მიზეზებს მიაკვლიეს.
"დღემდე 500-ზე მეტი წამალია გამოკვლეული, როგორც ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალება. ყოველ მათგანი სამკურნალოდ იყო მიმართული, მაგრამ რეალურად წარმატებული არცერთი აღმოჩნდა. იმის ჩვენებით, თუ როგორ მოქმედებს ალცჰაიმერის დაავადება მცირე სისხლძარღვებზე, ჩვენ გავხსენით კარი კვლევის ახალი გზებისთვის. ეს ეფექტიანი მკურნალობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია", — ამბობენ მკვლევრები.
შემდეგში, მკვლევარები ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, თუ Aβ 1-40-ის რომელი კონკრეტული ნაწილი ბლოკავს BK ცილას. უკვე ამით შეიმუშავებენ წამლებს პროცესის შესაჩერებლად. კვლევა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზების გასაგებად და პერსპექტიულია მკურნალობის მეთოდების შემუშავებისთვის.
კვლევის შედეგები ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები