ბაქტერიები, როგორც ბატარეები — შეიმუშავეს ბიობატარეები, რომლებიც კვირები ძლებს
ბინგჰემტონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო ბიობატარეების გამოკვების ინოვაციურ გზას. ახალი მეთოდით, რის მიხედვითაც სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებს იყენებენ, ბიობატარეები სამი კვირის განმავლობაში მუშაობს.
ნივთების ინტერნეტი (IoT), საშუალებას აძლევს მოწყობილობებსა და სენსორებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს და იმუშაონ სინქრონულად. თუმცა, ასევე საჭიროა ამ მოწყობილობებისთვის ენერგიის მიწოდება. ეს მარტივი გასაკეთებელია, როდესაც ნივთები სახლებსა და საოფისე ფართებში გვაქვს, თუმცა რთულია შორეულ ადგილებში. ეს არის ის მომენტი, სადაც ბიო ბატარეები დაგეხმარებათ.
ბიობატარეები არის ახალი და ინოვაციური გზა მოწყობილობების "გამოსაკვებად", რომელიც მუშაობს ბიოლოგიურ უჯრედებში ენერგიის დაშლის მიბაძვით. ამ მხრივ, გლუკოზა არის ენერგიის ყველაზე გავრცელებული წყარო, რომელსაც ცოცხალი არსებები იყენებენ. როდესაც უჯრედში ფერმენტები ანადგურებს გლუკოზას, ის ასევე ათავისუფლებს ელექტრონებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ მოწყობილობების კვებისათვის.
რამდენ ხანს შეუძლია ბიობატარეას მუშაობა?
სეოხეუნ ჩოი, არის ინჟინერი და მკვლევარი ბინგჰენტომის უნივერსიტეტში. ჩოი წლების განმავლობაში მუშაობდა ბიოლოგიურ ბატარეებზე და აღმოაჩინა, რომ ბაქტერიების ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიმუშაოს საკმარისი ენერგია მოწყობილობების რამდენიმე საათის განმავლობაში გამოსაკვებად. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავისთავადად უკვე მნიშვნელოვანია, ჩოი და მისი გუნდი ეძებდნენ გზებს ბატარეის სიცოცხლის გაზრდისთვის.
ადრე, ჩოის გუნდმა გამოიყენა ორი ბაქტერიული სისტემა, რათა გამოემუშავებინა ენერგია ბიობატარეებისთვის, მაგრამ ახალ სამი ბაქტერიის სისტემა შეიმუშავეს. სისტემაში სამივე ბაქტერია ცალ-ცალკეა განთავსებული.
"ფოტოსინთეზური ბაქტერია წარმოქმნის ორგანულ საკვებს, რომელიც გამოიყენება როგორც საკვები სხვა ბაქტერიული უჯრედებისთვის. არის ელექტროენერგიის წარმომქმნელი ბაქტერიები, ხოლო სხვა ბაქტერიები წარმოქმნიან ქიმიკატებს ელექტრონის გადაცემის გასაუმჯობესებლად", — ნათქვამია განცხადებაში.
ჩოის ბიობატარეები აწყობის მხრივაც ინოვაციურია. ბაქტერიები 3 სმ X 3 სმ ბლოკებშია მოთავსებული. ბატარეები ლეგოს კუბიკებს ჰგავს, რომელთა კომბინირება და კონფიგურაცია ძალიან მარტივია. ჩოი თვლის, რომ მომდევნო ათწლეულებში 6G გლობალურად გავრცელდება და სწორედ ასეთ დროს იქნება მისი ბატარეები უმნიშვნელოვანესი.
მომავალში, ჩოის სურს შექმნას ბატარეები, რომლებსაც საკუთარი თავის შეკეთება შეეძლებათ. თუმცა, მისი საბოლოო მიზანი ძალიან პატარა ზომის ბატარეების შექმნაა. მსგავს ტექნოლოგიას მომავლის შეცვლა ნამდვილად შეუძლია, ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები