მაიკლ მაკკოლი

16 Jun. 2022, 11:22

ვფიქრობ [საქართველოში] დემოკრატია დასუსტდა. პუტინმა და რუსეთმა ქვეყნის 20 პროცენტი დაიკავეს. თუმცა, თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ დემოკრატია დავაწინაუროთ [გლობალურად], უნდა დავიცვათ თავისუფლება და დემოკრატია ამ რეგიონში. და მივესალემი ევროკავშირის რეზოლუციას მოლდოვასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, საქართველოს საკითხსაც გადახედავენ. საქართველო NATO-ში არაა და ძალზედ რთულ ვითარებაშია. თუ პუტინს გამოუვა შავი ზღვის მთლიანად გაკონტროლება და ოდესის დაკავება, შემდეგი ორი ქვეყანა რომელსაც საფრთხე დაემუქრება, ნამდვილად საქართველო და მოლდოვა იქნებიან. ეს იქნება [პუტინის] ექსპანსიური გეგმების შემდეგი ნაწილი.

[...] თუ რუსული გავლენა ისეთია, რომ ევროკავშირი ვერ განიხილავს მის გაწევრიანებას, ეს ნამდვილად პრობლემაა. მსგავსი პრობლემა უკრაინაშიც გვქონდა წარსულში. რამაც ითამაშა როლი იმაში, მიგვეცა თუ არა მათთვის NATO-ში გაწევრიანების უფლება. იქ ივყნენ პრეზიდენტები, რომლებიც რუსეთის მარიონეტები იყვნენ, პრობლემა იყო კორუფცია. სამწუხაროდ, ჩანს, რომ საქართველოც, სავარაუდოდ, მსგავს მდგომარეობაშია. [საქართველოს მთავრობის] ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე და მისი მოკავშირეობა. მათ ინტერესებში არ უნდა იყოს, საკუთარი რისკის ფასად ამის გაკეთება, რადგან ეს რუსეთის მიერ [საქართველოს] დაპყრობით დასრულდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ანდრია ჯაღმაიძე ილია II-ის წერილსა და რუს მიტროპოლიტთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს
  2. თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს
  3. ირაკლი კობახიძე: "მე წაგიყვანთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ ნახევარ კილოგრამს 10 ლარში"
  4. პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა
  5. სახელმწიფო გადატრიალება ერთ დღეში აღკვეთა — ალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძეზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი: უხერხულად ხომ არ უნდა გრძნობდნენ თავს სინოდის წევრები იმას რომ უწუნებენ ისაიას, რაც პატრიარქმა 30 წლის წინ მოუწონა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წმინდა სინოდის მიერ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიასთვის…