საქართველო პირველად მონაწილეობს ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში. ჯუანშერ ბურჭულაძე, დაახლოებით, 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ერთად ბრიუსელში იმყოფება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღემდე ამ ფორმატში ორი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია.

  • შეხვედრას აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უძღვება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს.

ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

  • საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
  • მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.

ოსტინმა რამშტაინის ბაზაზე შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ მუშაობენ, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის მოთხოვნები.