სალომე ზურაბიშვილი

14 Jun. 2022, 21:47

ასევე, მოჰყვება ამ კითხვების გაჩენის კუთხით, შექმნილი თემა, მოგონილი თემა მეორე ფრონტისა. არცერთი ჩვენი პარტნიორი, და მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, მე ვარ ერთადერთი, ვინც ვიყავი ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელსაც მქონდა მაღალი დონის შეხვედრები, ღია შეხვედრები იმ კუთხით, რომ რაღაცებს მეუბნებიან, რასაც სხვებს, შეიძლება, არ ეუბნებიან.

არსად, არცერთხელ, არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ "აბა, თქვენ სად ხართ, რატომ არ არის მეორე ფრონტი, რას აპირებთ, მოდით და თქვენც მიიღეთ მონაწილეობა". ეს არ არსებობს, არის მოგონილი, ტყუილი და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი, საიდანაც, მართალი არის, გაისმა ეს მეორე ფრონტის იდეა, მოდის უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან, სადაც არის, ესეც ვიცით, რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ომში მყოფ უკრაინას, შეიძლება, გაუჩნდეს იმის მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი და ამის ძახილი, შეიძლება, იყოს. ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ, არც პოლემიკაში შევიდეთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა

2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა,…