სალომე ზურაბიშვილი

16 Jun. 2022, 19:31

მთავარი გზავნილი არის, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ — ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები.

აქ მოქალაქები არიან, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის. 

სამწუხაროდ, ახლა დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ. ეს არეულობა ცოტა არ იყოს უხერხულიც არის, აი, აქ. 

მინდა ვთქვა. რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აქ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის არ აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათაშორის, აქ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს კითხოთ, რატომ არის მოსული. მე ვარ ერთი რიგითი, არ ვარ აქ პრეზიდენტი. 

ძალიან ხშირად ან ერთ მხარეს ან მეორეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ, ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და სჯერა, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია

სიკეთის კეთება საკმარისი არ არის, სარგებელი მის სწორად კეთებას მოაქვს, — ეს იდეა ორგანიზაცია სმარტფომ ჯერ…