სალომე ზურაბიშვილი

14 Jun. 2022, 21:21

კანდიდატურის საკითხში ჩვენი ადგილის უკან დახევა კი ჩვენი, ანუ ჩვენ ხელისუფლებისა და ნაწილობრივ, ასევე, ოპოზიციის ქმედებების, პოლიტიკური ნაბიჯების, ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგია. შეიძლება, ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯები, რაც მიღებული იქნა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როცა ვიკრიბებოდით ბათუმში და დეკლარაციას ვიღებდით. აქეთ ზელენსკი, მაია სანდუ, შარლ მიშელი. ამის მერე, დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილება, პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება. შემდეგ, 5 ივლისის საქმეზე არა ქმედითი გადაწყვეტილებების არმიღება, 75-მილიონიან ევროკავშირის სესხზე ისე უარის თქმა, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება, რაში გვჭირდება.

უარის თქმა გენპროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით, სექტემბერში გავრცელებული მიყურადების ფირები, ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისა და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა, უზენაეს სასამართლოში აჩქარებული წესით 4 მოსამართლის დანიშვნა, როცა გვთხოვდნენ, პირიქით, ამის დროებით შეჩერებას, შემდეგ სასწაული ეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული წესით. თუნდაც, შეიძლება, ისიც ვახსენოთ, რომ გვარამიას უდროოდ და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

მე კი მითხრეს, რომ სასამართლოს დროულობა არ ახასიათებს, მაგრამ პოლიტიკას — კი/ და თუ ჩვენ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…