სალომე ზურაბიშვილი

14 Jun. 2022, 21:17

საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში. ეს რეზოლუცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა. ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. არ წარმოადგენს ჯერ არც გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს.

სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომცდა უკვე იყოს დაწესებული რამე ფორმით ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ვინც ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინთ თავიდან.

ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებით, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა. საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ.

გადაფარვის მცდელობაა ასევე, ჩემზე გადაბრალება, ვითმ მე დავსვი რაღაცა ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ, მმართელმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს.…