მეცნიერებმა ლეიკემიის განკურნების ახალ მეთოდს მიაგნეს
სიმსივნე, მარტივად რომ ვთქვათ, ნორმალური უჯრედების მავნე უჯრედებად გარდაქმნისა და მათი უკონტროლოდ გავრცელების შედეგია. ამ დაავადების მრავალი ფორმა არსებობს, ერთ-ერთი ლეიკემიაა, ანუ სისხლის კიბო, რომელიც ძვლის ტვინში წარმოიქმნება და სისხლის ნაკადში გადადის.
ასევე, იხილეთ: აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც კლავს
მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს მალე შესაძლოა, შეიცვალოს. საქმე იმაშია, რომ ესპანელმა და ისრაელელმა მეცნიერებმა იმედისმომცემ მეთოდს მიაგნეს, რომელიც ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავის შეცვლის გზით, სიმსივნური უჯრედების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს, ანუ პროცესის შებრუნებას.
"ჩვენთვის ცნობილია ერთი სტრატეგია, რომელსაც სიმსივნე მედიკამენტებთან შესაწინააღმდეგებლად იყენებს. ეს სხვა სიმსივნედ გადაქცევაა, რომელიც კონკრეტული პრეპარატების მიმართ მგრძნობიარე არაა. მაგალითად, ლიმფური ლეიკემია მიელოიდურად გარდაიქმნება", — აცხადებენ სპეციალისტები.
ამის გათვალისწინებით, მკვლევრებმა ლაბორატორიულ პირობებში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც მავნე უჯრედების მაკროფაგებად, ანუ იმუნურ უჯრედებად გადაქცევა იყო. ეს მათ ინფორმაციული რნმ-ის შემადგენელი მომიჯნავე ქიმიური ბმების შეცვლის შედეგად მოახერხეს.
ასევე, იხილეთ: 100%-იანი განკურნება — ახალმა თერაპიამ ონკოლოგიური პაციენტები სრულად გამოაჯანმრთელა
ზემოხსენებული მეთოდი პაციენტებზე ჯერ არ გამოუცდიათ, თუმცა ავტორები მასზე დიდ იმედს ამყარებენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Leukemia გამოქვეყნდა.
კომენტარები