რა სარგებელი აქვს პარტნიორთან ერთად ძილს — კვლევა
ღრმა ძილის დროსაც კი, თქვენი ტვინი მთლიანად არ არის გამორთული და ის კვლავ დაკავშირებულია იმ გარემოსთან სადაც იმყოფებით. ხვრინვის ხმა, საბნისა და კიდურების მოძრაობა თქვენს ძილზე მოქმედებს. Associated Professional Sleep Societies-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოდგენილი.ახალი კვლევა კი ასკვნის, რომ საწოლის გაზიარებამ შეიძლება თქვენს ძილზე დადებითად იმოქმედოს.
საუბარია მეუღლესთან ან პარტნიორთან და არა შვილთან ერთად ძილზე. შვილის შემთხვევაში პირიქით ხდება და ეს ძილის პრობლემებს უფრო იწვევს. დასკვნები ეფუძნება გამოკითხვის პასუხებს და ძილის ქულებს, რომლებსაც გამოკითხულები ასახელებდნენ. გამოკითხვა აშშ-ში 1000-ზე მეტ ზრდასრულზე ჩატარდა. კვლევის ავტორების თქმით, ის თუ ვის გვერდით გვძინავს დაკავშირებულია ჩვენი ძილის ხარისხზეც.
მათთან შედარებით, ვისაც მარტო ეძინა, მონაწილეებმა, რომლებიც იზიარებდნენ საწოლს პარტნიორთან, აღნიშნეს ნაკლები დაღლილობა და უფრო სწრაფად დაძინების უნარი. მათ ასევე დაბალი ჰქონდათ დეპრესიის, შფოთვის და სტრესის ქულები.
"პარტნიორთან ან მეუღლესთან ერთად ძილი საბოლოოდ ამ უკანასკნელზე კარგად ისახება. ეს დიდ სარგებელს იძლევა ძილის ჯანმრთელობის მხრივ, ამცირებს ძილის აპნოესა თუ უძილობის რისკებს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს", — ამბობს ფსიქიატრი ბრენდონ ფუენტესი არიზონას უნივერსიტეტიდან.
გაურკვეველია, განპირობებულია თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება ერთობლივი ძილის უპირატესობებით თუ ზოგადად რომანტიკული ურთიერთობის ხარისხით. ეს შეიძლება იყოს ორივე.
ზოგადად, ურთიერთობებში მყოფი ადამიანები უკეთეს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ავლენენ, ვიდრე მარტოხელები. ძნელია ზუსტად იმის თქმა, თუ რატომ არის ეს ასე. არსებობს ძალიან ბევრი ცვლადი, რომელიც გავლენას ახდენს სხეულსა და გონებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ასევე: ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში
კვლევების უმეტესობა, რომელიც სწავლობს მარტო ძილის ან საწოლის გაზიარების სარგებელს, ეყრდნობოდა ძილის ხარისხის შეფასებას, ისევე, როგორც ბოლო კვლევა. მხოლოდ რამდენიმე კვლევამ აჩვენა, თუ როგორ მოქმედებს რომანტიკულ პარტნიორთან ერთად ძილი რეალურად ძილის გადამწყვეტ ნევროლოგიურ ფაზებზე, როგორიცაა ძილის თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზა (REM).
ამ თემაზე შეზღუდულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყვილები არა მხოლოდ სინქრონიზირებენ თავიანთ მოძრაობებს ძილის დროს, არამედ ამთხვევენ ძილის ეტაპებსაც. ამ კვლევის თანახმად, როდესაც წყვილებს ერთსა და იმავე საწოლში ეძინათ, მათი REM ძილი 10 პროცენტით გაიზარდა და ნაკლებად წყდებოდა, ვიდრე მარტო ძილის დროს.
ინტერპერსონალური სინქრონიზაცია დაკავშირებულია პროსოციალურ ქცევასთან, სოციალურ კავშირთან და პოზიტიურ ეფექტთან, რასაც სარგებელი მოაქვს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
წელს გამოქვეყნებულმა კიდევ ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ რესპონდენტები ღამით უფრო სწრაფად იძინებდნენ, თუ ისინი პარტნიორთან ერთად იყვნენ. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი კვლევები ვერ გვეტყვის, თუ როგორ აუმჯობესებს პარტნიორთან ძილი რეალურად ადამიანის ძილის ხარისხს. ასეთი კვლევები ძირითადად მაინც უშუალოდ გამოკითხვას ეყრდნობა. პარტნიორს შეიძლება ეგონოს, რომ ამით მას უკეთ სძინავს, როდესაც რეალურად ეს ასე არ არის. ამის თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთი კვლევა ეყრდნობოდა ჭკვიან საათებს, რომლებიც აფიქსირებენ მოძრაობას ძილის დროს.
კომენტარები