მსოფლიოში პირველად, ხელოვნურმა ინტელექტმა ღორების კლონირება შეძლო
ჩინელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს სრულად ავტომატიზირებული მეთოდი ღორის კლონების შესაქმნელად. ისტორიაში პირველად, შვიდი ჯანსაღი კლონირებული გოჭი სუროგატმა დედამ შობა და ეს ადამიანის ჩარევის გარეშე.
შემდეგი პოდკასტი: რობოტიკა და ავტომატიზაცია — როგორი იქნება მომავალი
ჩინეთი ამჟამად ღორის ხორცის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელია მსოფლიოში. ქვეყანაში ამ შინაური ცხოველის რაოდენობა 400 მილიონზე მეტია, ხოლო ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 30-დან 35 კგ-მდეა. ჩინეთში მოხმარებული ხორცის დიდი წილი სწორედ ღორის ხორცია და ქვეყანაში არსებული მარაგი არასოდეს არის საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ჩინეთს ყოველწლიურად მილიონობით ტონა ძვირადღირებული ღორის ხორცის შემოტანა უწევს; 2021 წელსაც კი, ქვეყანამ შეიძინა 3,31 მილიონი ტონა ღორის ხორცი.
ლიუ იაოვეი, ნანკაის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი, თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზირებული კლონირების მეთოდს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ჩინეთში ღორის პოპულაცია და ქვეყანა სრულიად თვითკმარი გახადოს ხორცის წარმოებაში.
ღორის კლონირების უკეთესი მეთოდი
შემდეგი პოდკასტი: კლონირება — სიცოცხლის არქიტექტურა
მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ღორის კლონებიდან მიღებული ღორის ხორცი არ არის იგივე, რაც ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცი, რადგან ეს უკანასკნელი მზადდება ლაბორატორიულ პირობებში კულტივირებული უჯრედებიდან. ამის საპირისპიროდ, პირველი წარმოიქმნება უშუალოდ ცოცხალი ღორის უჯრედებიდან. საინტერესოა, რომ კლონირებული ცხოველების უჯრედები ასევე შეიძლება გამოიყენონ ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცის შესაქმნელად.
შემდეგი პოდკასტი: ლაბორატორიული ხორცი — როგორია საკვების მომავალი
ცხოველთა კლონირებისთვის ამჟამად გამოყენებული მეთოდები მოითხოვს ადამიანის მონაწილეობას სხვადასხვა ეტაპზე. ეს ზრდის შეცდომის რისკს კლონირების დროს და მოიცავს რამდენიმე სხვა გართულებას. მაგალითად, სომატური უჯრედის ბირთვული ტრანსფერი (SCNT), ცხოველთა კლონირების პოპულარული ტექნიკა, საჭიროებს ადამიანის ჩარევას. ასეთ დროს ცხოველის კვერცხუჯრედიდან ბირთვს ადამიანი იღებს, ისე, რომ მის ადგილას სომატური უჯრედი (რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ქსოვილის წარმოქმნა კლონირების გასაადვილებლად) განთავსდეს. ამ პროცესის დროს, დელიკატური უჯრედები შეიძლება დაზიანდეს ან დაბინძურდეს.
ჩინელ მეცნიერ პან დენგკემს, რომელიც ცნობილია კლონირების ავტომატიზირებული მეთოდის გამოგონებით, მიაჩნია, რომ AI-ზე დაფუძნებულ ახალ ავტომატიზირებულ მეთოდს აქვს ღორის კლონირების სეგმენტის რევოლუციის პოტენციალი.
ნანკაის უნივერსიტეტის გუნდმა 2017 წელს მოახდინა ღორების კლონირება რობოტების გამოყენებით, მაგრამ პროცესში ადამიანური კონტრიბუცია მაინც იყო საჭირო. ახლა კი მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის მიერ მართულ კლონირებასთან შედარებით, რობოტის მიერ წარმოებული პროცესი უფრო პროდუქტიული იქნება. პროცესის ავტომატიზირების შემთხვევაში, არ იქნება დაშვებული შეცდომა და არც უჯრედის დაზიანება არ მოხდება.
შესაბამისად, მკვლევრებმა ამჯერად შეიმუშავეს სრულად ავტომატიზირებული კლონირების მეთოდი, რომელიც არ მოიცავდა ადამიანურ ჩართულობას. ვინაიდან ავტომატიზირებული პროცესი არ საჭიროებს ადამიანის ჩართულობას, ის მკვლევრებს ათავისუფლებს ფიზიკური სირთულეებისგან, რომლებსაც ისინი აწყდებოდნენ ტრადიციული კლონირების მეთოდების დროს.
კომენტარები