ავღანელი ტელეწამყვანი კაცები ქალების მხარდასაჭერად ეთერში პირბადეებით გამოჩნდნენ
ცოტა ხნის წინ თალიბანმა ავღანელ ქალებს კიდევ ერთი შეზღუდვა დაუწესა — ტელეწამყვან ქალებს სახის გამოჩენა აეკრძალათ. ახალი შეზღუდვა მაისში დაწესებული კანონის ერთგვარი გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სივრცეში სახე ყველა ქალს დაფარული უნდა ჰქონდეს — წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კაც ნათესავებს დაჯარიმება ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ქაბულში ქალების ნაწილმა, მათ შორის ტელეწამყვანებმა, ახალ კანონებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა უშედეგოდ. თალიბანმა ახალი კანონი ყველა მოქმედ მედიას გააცნო. პოპულარულ არხზე, სახელად TOLOnews-ზე კანონის განხილვის შემდეგ ქალები შეზღუდვას დაემორჩილნენ, თუმცა პროტესტის გამოსახატავად არხის ტელეწამყვანი კაცები პირდაპირ ეთერში პირბადეებით გამოჩნდნენ.
"ვერ ვსუნთქავ, ჟანგბადს ვერ ვიღებ. ჩვენ სიტყვები სწორად უნდა წარმოვთქვათ. ახალი ამბების პირბადით წაკითხვა ძალიან რთულია", — ამბობს 27 წლის ტელეწამყვანი ქალი.
ამ ინიციატივას, სახელად #FreeHerFace, სხვა არხების ტელეწამყვანი კაცებიც შეუერთდნენ:
"როცა დავინახე, როგორ გაიკეთა ჩემმა კოლეგამ პირბადე, რათა პირდაპირ ეთერში ესაუბრა, ცრემლები წამომივიდა. პროტესტის ნიშნად პირბადის გაკეთება მეც გადავწყვიტე", — ამბობს ერთ-ერთი ტელეწამყვანი კაცი.
"კაც ჟურნალისტებს ნიღბები უკეთიათ. ეს შესანიშნავი ნაბიჯია. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ავღანელი კაცები რაღაც სიმბოლურს აკეთებენ, რადგან აქამდე სახის დაფარვას მხოლოდ ქალები აპროტესტებდნენ. საკითხავი ისაა, მოირგებენ თუ არა ისინი ჰიჯაბს? ჩაიცვამენ თუ არა ბურკას, თუ ამას მოსთხოვენ? რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა? მთელმა ქვეყანამ ბურკა რომ ჩაიცვას? რა უნდა ვუყოთ ამდენ ბრაზსა და ემოციას?" — ამბობს ავღანელი ფემინისტი და აქტივისტი საჰარ ფეტრატი.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ავღანელმა ტელეწამყვანმა ქალებმა სახის დაფარვაზე უარი განაცხადეს, თუმცა თალიბანის მთავრობის განცხადებით, ამ შემთხვევაში ტელეარხების ხელმძღვანელობა დაჯარიმდება. ხოლო თუ ქალები ახალ წესს არ დაემორჩილებიან, მაშინ ისეთ სამუშაოზე უნდა გადაიყვანონ, რომლის შესასრულებლადაც მათი პირდაპირ ეთერში გამოჩენა საჭირო არ იქნება.
ავღანეთში ბოლო კვირების განმავლობაში ქალების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ავღანელ ქალებს მხოლოდ კონკრეტულ დღეებში აქვთ საჯარო სკვერების მონახულების უფლება, ხოლო გრძელ გზაზე მეურვე კაცის გარეშე გადაადგილება ეკრძალებათ.
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები