პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, თუ NATO-ში გაწევრიანებამდე შვედეთსა და ფინეთში შეიჭრებიან, პოლონეთი ამ ქვეყნებს დაეხმარება.

"მიმაჩნია, რომ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი სიგნალია ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. მინდა განვმარტო, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში ფინეთსა და შვედეთზე თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს", — ამბობს მორავიეცკი.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოიყენონ.