2021 წელს შიმშილის მწვავე ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი 40 მილიონით გაიზარდა
გასულ წელს შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი 193 მილიონამდე გაიზარდა, რაც კონფლიქტს, კლიმატის ცვლილებასა და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, ამ ფაქტორების შედეგად მილიონობით ადამიანს შეეზღუდა წვდომა საარსებო საშუალებებზე. FAO-მ თავის წლიურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 2021 წელს "მწვავე სასურსათო დაუცველობა" კიდევ 40 მილიონ ადამიანს შეეხო.
იმ 53 ქვეყანას შორის, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან, ყველაზე მეტ გავლენას შიმშილი ისეთ ქვეყნებზე ახდენს, როგორებიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, იემენი და ავღანეთია. აღნიშნავია, რომ ამ უკანასკნელში 2021 წელს თალიბანის მიერ ქვეყნის მმართველობის ხელში ჩაგდების შემდეგ,ფინანსური კრიზისი დაიწყო და შიმშილის ზღვარს მიღმა მილიონობით ავღანელი აღმოჩნდა.
გაეროს განმარტებით, "მწვავე სასურსათო დაუცველობა" იმ მდგომარეობას ეწოდება, როდესაც ადამიანის უუნარობა, მიიღოს ადეკვატური საკვები, მის სიცოცხლეს ან საარსებო წყაროს დაუყოვნებელი საფრთხის წინაშე აყენებს.
FAO-ის განცხადებით, ეს პრობლემა, შესაძლოა, მასშტაბურ შიმშილში გადაიზარდოს და უამრავი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.
შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი მუდმივად იზრდება 2016 წლის შემდეგ, როდესაც FAO-ის პირველი ანგარიში — მსოფლიო სურსათის პროგრამა და ევროკავშირი გამოქვეყნდა.
აღნიშნული მატება 2021 წელს გამოწვეული იყო ტოქსიკური სამეულის კომბინაციით — კონფლიქტით, ექსტრემალური ამინდებითა და ეკონომიკური კრიზისით, რამაც, FAO-ის მიხედვით, 53 ქვეყანაზე მოახდინა გავლენა.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში უკრაინაში მიმდინარე ომი გათვალისწინებული არაა, FAO-ის განცხადებით, რუსეთის შეჭრას მეზობელ სახელმწიფოში ყველაზე დამანგრეველი და ძლიერი ეფექტი იმ ქვეყნებზე აქვს, სადაც სურსათის კრიზისის პრობლემა დგას და რომლებიც შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან.
ხორბლიდან დაწყებული, მზესუმზირის ზეთით გაგრძელებული და სასუქებით დამთავრებული, რუსეთი და უკრაინა არსებითი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მთავარი ექსპორტიორები არიან. FAO-მ ადრეც განაცხადა, რომ, ომის შედეგად, მარტში სურსათის ფასებმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.
"ომმა უკვე დაგვანახა, თუ რამდენად ურთიერთდაკავშირებული და მყიფეა გლობალური სასურსათო სისტემები", — დაამატა FAO-მ.
სააგენტოს მიხედვით, რამდენიმე ქვეყანაში, რომლებიც მნიშვნელოვან სასურსათო კრიზისს ებრძვის, ხორბლის იმპორტის დიდი ნაწილი გასულ წლებში რუსეთსა და უკრაინაზე იყო დამოკიდებული. ამ ქვეყნებს მიეკუთვნება სომალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მადაგასკარი.
"იმ შემთხვევაში, თუ დღეს სოფლის მოსახლეობის მხარდასაჭერად მეტი არ გაკეთდება, შიმშილისა და საარსებო საშუალებების დაკარგვის თვალსაზრისით განადგურების მასშტაბები შემზარავი იქნება", — წერია ანგარიშში. "ამის თავიდან ასაცილებლად, დიდ მასშტაბებზე გადაუდებელი ჰუმანიტარული ქმედებების ჩატარებაა საჭირო".
2021 წელს მწვავე შიმშილი შეეხეო 24 ქვეყანას და ამან 139 მილიონ ადამიანზე მოახდინა გავლენა. ეკონომიკური კრიზისი გააუარესა კორონავირუსმა, რაც 21 ქვეყნის 30.2 მილიონ მოსახლეს შეეხო.
აფრიკის რვა ქვეყნის 23.5 მილიონი მოქალაქისთვის სასურსათო დაუცველობის მთავარი მამოძრავებელი ექსტრემალური ამინდის მოვლენები იყო.
FAO-ის განცხადებით, ორგანიზაციას 1.5 მილიარდი დოლარი სჭირდება იმისთვის, რომ სურსათის ადგილობრივი წარმოება გაზარდოს შიმშილის რისკის ქვეშ მყოფ რეგიონებში, სადაც დარგვის სეზონი ახლა იწყება.
ასევე იხილეთ: რატომ ვერ გადაჭრის 6 მილიარდი დოლარი მსოფლიო შიმშილის პრობლემას
კომენტარები