პოლიცია აგრძელებს მშვიდობიანი შეკრებისა და პოლიტიკური სიტყვის უკანონო, რეპრესიული გზით ჩახშობას — GDI გუშინდელ აქციაზე
6 მაისს ბათუმის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეების დაკავებაზე GDI აცხადებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს მისთვის მიუღებელი პოლიტიკური სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების უკანონო, რეპრესიული გზით ჩახშობას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მედიის მიერ გადაღებული კადრების მიხედვით, 7 მაისს აქციის დაშლის მომენტისათვის დემონსტრანტებზე ბევრად მეტი პოლიციელი იყო ადგილზე მობილიზებული და თითო აქტივისტს რამდენიმე პოლიციელი არაპროპორციული ძალის გამოყენებით აკავებდა.
"GDI-ის პოზიციით, ხელისუფლება პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების, ოპოზიციონერების დაკავებით აგრძელებს კრიტიკულად განწყობილ პირთა მიმართ რეპრესიულ პრაქტიკას, რომლის დროსაც სახელმწიფო სათანადოდ არ უზრუნველყოფს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ამ უფლებებს ხშირად არღვევს სწორედ დაკავებების სახით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებზე მითითებით", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, ვიდეოკადრებიდან ასევე ჩანს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს აქციის მონაწილეები მხოლოდ იმის გამო, რომ დემონსტრანტებმა მათ კითხვა დაუსვეს, შეეპასუხნენ ან/და ხმამაღლა მიმართეს.
"აღნიშნული ლახავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ემსახურება მხოლოდ პროტესტის ჩახშობასა და კრიტიკის ცენზურას, რაც ქვეყანაში არადემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
GDI აღნიშნავს, რომ პოლიციამ, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ერთ-ერთმა გარანტმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბოროტად გამოყენებით უკანონო დაკავებების პრაქტიკა უნდა შეწყვიტოს და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
აჭარის მთავრობის სახლთან ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გუშინ, 6 მაისს გაიმართა. საღამოს აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა.
შსს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. მათივე მტკიცებით, როცა ხალხის რაოდენობა შემცირდა გზის გახსნა სცადეს, რასაც აქტივისტები შეეწინააღმდეგენ.
უწყება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
27 აპრილს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს. მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები