უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ამზადებენ ჭურვებს წარწერით "ქრისტე აღდგა". უწყება დასტურად, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცის საუბარს აქვეყნებს, რომლის სატელეფონო ზარიც ჩაიწერეს.

"ბიჭები ხოხლებისთვის სააღდგომო კვერცხებს ამზადებენ, ტანკისტები ჭურვებზე წერენ "ქრისტე აღსდგა! ვეუბნები, მთავარია, რომ უკან არ მოფრინდეს "ჭეშმარიტად". როგორც შეგვიძლია, ვერთობით", — ამბობს, სავარუადოდ, რუსი ჯარისკაცი და ადრესატთან ერთად იცინის.

ამის შემდეგ მას ეკითხებიან, რატომ არიან დანაყოფში ცოტა, რის პასუხადაც ამბობს, რომ ნაწილი დაიხოცა, ნაწილი კი გარბის. კითხვაზე, რატომ არ ამატებენ ხალხს, ის პასუხობს:

"პირიქით — ყველა მიდის. ვის დაამატებენ? აქედან ყველა გარბის. ჩვენი ბრიგადიდან თითქმის 600 ადამიანი წავიდა... აქ მხოლოდ ყველაზე გამძლეები და ალკოჰოლიკები დარჩნენ".

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში