პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში — Netflix გამომწერებს კარგავს
Netflix-ს რთული პერიოდი დაუდგა. 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანია 2.5 მილიონი გამომწერის დამატებას გეგმავდა, თუმცა გეგმის შესრულება ვერ შეძლეს. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, Netflix-მა რუსეთის ბაზარი დატოვა და შესაბამისად 700 000 მომხმარებელიც დაკარგა. გარდა ამისა, ნეტფლიქსმა ვერც გლობალური მასშტაბით შეძლო გეგმის შესრულება და პირველ კვარტალში მხოლოდ 500 000 ახალი გამომწერი შეიძინა.
ფასის ცვლილების გამო მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში Netflix-მა 600 000 მომხმარებელი დაკარგა. Netflix-ის განცხადებით, ეს დანაკარგი მოსალოდნელი იყო, მაგრამ დანაკლისი სხვა წყაროებიდან უნდა შეევსოთ, რაც არ გამოვიდა.
მეწილეებთან გაგზავნილ წერილში Netflix აღნიშნავს, რომ შემოსავლების ზრდის შენელება უმეტესწილად გაზრდილ კონკურენციასა და "ექაუნთბის გაზიარების" პრობლემას უკავშირდება. Netflix ვარადაუდობს, რომ მათი 222 მილიონი გამომწერი საკუთარ ექაუნთს დამატებით 100 მილიონ ადამიანს უზიარებს, რომლებიც კომპანიას არაფერს უხდიან.
Netflix-ის განცხადებით, ისინი გამოწერების ახალ სისტემაზე მუშაობენ, რომელიც ჩვენი ანგარიშების გაზიარებასაც შეგვიზღუდავს. Netflix-მა მარტში, მათთვის, ვინც საკუთარ ექაუნთს სხვას უზიარებს, დამატებითი გადასახადი დააწესა. ნეტფლქისმა ახალი ექსპერიმენტალური პროგრამა ჩილეში, კოსტა რიკასა და პერუშიც გააქტიურა. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ გადაიხადონ დამატებით საფასური და თავიანთი ანგარიში ორ ადამიანს გაუზიარონ.
2022 წლის მეორე კვარტალში Netflix 2 მილიონი მომხმარებლის დაკარგვას ვარაუდობს. მომხმარებელთა რაოდენობის კლების შესაჩერებლად Netflix-ის ვიცე აღმსარულებელმა დირექტორმა, Reed Hastings-მა აღნიშნა, რომ კომპანია ანაგარიშების პაროლების გაზიარების შეზღუდვაზეც ფიქრობს. ასევე იგეგმება Netflix-ის ისეთი პაკეტის გაყიდვა, რომელიც იაფი ეღირება, თუმცა მასში რეკლამებს შევხვდებით.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები