ეს აპლიკაცია ალკოჰოლიკებს დღეში 5$-ს უხდის, რომ არ დალიონ
ადამიანის ტვინში არსებობს ნერვული სტრუქტურები, რომლებიც მოტივაციაზეა პასუხისმგებელია. მათ "დაჯილდოების სისტემა" აერთიანებს, რომელიც ფსიქოაქტიური საშუალებების გამოყენებისას ირღვევა, ამიტომ, მაგალითად, ალკოჰოლზე დამოკიდებულების მოხსნა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.
მეცნიერებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მცირედი ჯილდო, როგორიცაა სასაჩუქრე ბარათი ან ვაუჩერი, ადამიანებს სასმელსა თუ ნარკოტიკზე დამოკიდებულების დამარცხებაში ეხმარება. სწორედ ამ იდეაზე დგას სტარტაპი DynamiCare, რომელიც ციფრული მკურნალობის გზას მიმართავს.
კომპანიაში მიზნის მისაღწევად კომპიუტერულ თამაშებს, აპლიკაციებსა და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მეთოდის მიმართ საზოგადოება და თავად ექიმებიც კი სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ამას 2011 წელს გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს.
მათი აპლიკაცია ალკოჰოლიკებს წასახალისებლად დღეში 5 დოლარს ურიცხავს, რომ არ დალიონ (ბიუჯეტი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ივსება). რაც მთავარია, თანხას ისინი კაზინოებში, ბარებში ან სასმელების მაღაზიებში ვერ დახარჯავენ. პროგრამა სპეციალისტთან შეხვედრაზე დასწრების მონაცემებსაც აკონტროლებს და ბლუთუზზე მომუშავე საინდიკატორო მილსაც უკავშირდება, რომელიც ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლის შემცველობას ამოიცნობს.
აპლიკაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
კომენტარები