რუსეთი უკრაინას მათი დასახლების დაბომბვაში ადანაშაულებს. თავდაცვის სამინისტრო მტკიცებით, უკრაინული თვითმფრინავი თავს დაესხა ბრიანკის ოლქის ერთ-ერთ სოფელს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ეს პროვოკაციაა და დასტურად სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს. მათი თქმით, მოპოვებულ ჩანაწერში უკრაინაში მყოფი რუსი ჯარისკაცი ცოლს უყვება, რომ ეს თავად გააკეთეს, რადგან "ასეა საჭირო". მას მაგალითად მოჰყავს ჩეჩნეთის ომი და ამბობს, რომ მაშინ სახლებს FSB-ის ოფიცრები აფეთქებდნენ.

ბრიანკის დაბომბვაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთი კიევს დაემუქრა. მათი განცხადებით, ხედავდნენ უკრაინული ჯარების მიერ დივერსიისა და რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე დარტყმის მცდელობებს, რასაც გადაწყვეტილების მიმღები ცენტრის დაბომბვით უპასუხებდნენ. პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მათი არ ეშინიათ, მაგრამ სერიოზულად უდგებიან, რადგან ამაზე ადამიანების სიცოხლეა დამოკიდებული.

13 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა იხუმრა, რომ დაბომბილი რუსული სამხედრო ხომალდი, სავარაუდოდ, არასწორ ადგილას მოწეული სიგარეტის ან უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო იწვის და ისევე არ გაუმართლა, როგორც ბელგოროდს. ამით მან მიანიშნა რუსეთში, ბელგოროდის ნავთობის ბაზაზე გაჩენილ ხანძარზე, რომლის მიზეზადაც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმა დაასახელა. უკრაინას ეს ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.