5 მიზეზი, რატომ უნდა გახდეთ DevOps ინჟინერი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინფორმაციული სისტემების მართვა-DevOps-ის მიმართულებით, რეგიონში ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა დანერგილი. მსოფლიო მასშტაბით, DevOps ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი პოზიციაა ტექნოლოგიების სფეროში, საქართველოში კი მისი სწავლება აკადემიური პროგრამის ფარგლებში პირველად BTU-ში მიმდინარეობს.
წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეისწავლოთ DevOps სამაგისტრო პროგრამა BTU-ში?
1. გახდი მოთხოვნადი კადრი
DevOps-ის მიმართულებით კადრები იზრდება ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა: Amazon, Netflix, Adobe, Sony Pictures, Target, Walmart, Facebook, Etsy, Nordstrom, Fidelity Worldwide Investment და სხვა. აქედან გამომდინარე, პროგრამის კურსდამთავრებული დასაქმებას საერთაშორისო მასშტაბით, უდიდეს Tech კომპანიებში შეძლებს.
ინფორმაციული სისტემების მართვა-DevOps პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალი.
პროგრამა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც DevOps-ის სპეციალისტები, გარდა ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებისა, პასუხისმგებელი არიან ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე, რაც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს მზარდ მიმართულებას. DevOps-ის ინჟინრები ქმნიან და მართავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრუქტურას და უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მხარდაჭერას. კომპანიის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მათ შეუძლიათ თანამშრომლობა უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ჯგუფებთან.
2. შეისწავლე მუდმივად განახლებადი საგნები და გაეცანი საერთაშორისო ტრენდებს
BTU-ში ყოველსემესტრულად მიმდინარეობს შესასწავლი საგნების განახლება მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით.
სავალდებულო სასწავლო კურსები:
- LINUX — გაღრმავებული კურსი;
- ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS);
- ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით;
- არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb);
- ტექნოლოგიური პროექტების კოლაბორაციული მართვა — Agile;
- კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS);
- კონფიგურაციის მართვის სისტემები (Ansible);
- ვერსიონირება და უწყვეტი ინტეგრაცია;
- კვლევის მეთოდები;
- მართვის ავტომატური სისტემები — Kubernetes;
- სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი: სამაგისტრო ნაშრომი
არჩევითი სასწავლო კურსები:
- პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების მართვა;
- მოლაპარაკებები და ფასილიტაცია;
- სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი;
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება;
- ღრუბლოვანი სერვისი AWS CloudFormation;
- Linux უსაფრთხოება;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების მართვა საერთაშორისო სტანდარტებით (ITIL);
- მონიტორინგის სისტემები;
- ავტომატური სისტემების უსაფრთხოება
3. მოიპოვე საერთაშორისო სერტიფიცირება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი AWS Academy-ს პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. AWS Academy-ს პარტნიორი ამ ეტაპზე რეგიონის სხვა არც ერთი აკრედიტებული სასწავლებელი არაა. AWS Academy-ს სერვისებითა და მხარდაჭერით ისარგებლებენ BTU-ს DevOps სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. ეს სიახლე მათ პროფესიული განვითარებისა და წარმატებით დასაქმების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს მისცემს.
4. მიიღე ცოდნა საერთაშორისო დონის ლექტორებისგან
BTU-ს პრაქტიკოსი ლექტორები ადგილობრივ და საერთაშორისო მასშტაბით წამყვან პოზიციებზე მუშაობენ. აქედან გამომდინარე, მათი სტუდენტები, სხვადასხვა საგნის ფარგლებში, უახლეს ტენდენციებს პრაქტიკულად ეცნობიან. გარდა ამისა, საერთაშორისო გამოცდილების პროფესორებთან ერთად, სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში ტექნოლოგიების სექტორში არსებული მსხვილი ორგანიზაციები არიან ჩართულნი.
5. ისარგებლე ტექნოლოგიური ლაბორატორიებით, საერთო სამუშაო სივრცეებითა და დასაქმების პროგრამებით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სხვადასხვა ტექნოლოგიური ლაბორატორია და საერთო სამუშაო სივრცე ფუნქციონირებს, სადაც სტუდენტებს საკუთარ პროექტებზე მუშაობა, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად შეეძლებათ. რაც შეეხება დასაქმების პროგრამებს, BTU-ში აქტიურად ფუნქციონირებს კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს საქართველოში პირველად — საერთაშორისო დასაქმების ფორუმებს სთავაზობს.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ლაბები შემდეგი მიმართულებებით:
- Android & iOS;
- ინდუსტრია 4.0;
- Blockchain;
- კიბერუსაფრთხოება;
- ხელოვნური ინტელექტი;
- განახლებადი ენერგიები.
ინფორმაცია პროგრამის შესახებ:
პროგრამის დასახელება: ინფორმაციული სისტემების მართვა — DevOps.
პროგრამის საფასური: 2950 ლარი.
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმაციული სისტემების მაგისტრი (Master of Information Systems).
პროგრამაზე ჩაბარების პროცედურა:
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
- BTU-ში სპეციალობის გამოცდა;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან შესაბამისი ტესტის დაწერა BTU-ში.
პროგრამით დაინტერესებულებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
კომენტარები