კვლევა: CRISPR-ის ახალი მიღწევები აივ ინფექციის სამუდამოდ დამარცხებას გვპირდება
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) არის პატარა, უპრეცედენტო ვირუსი მხოლოდ 12 ცილისგან შემდგარი, ზომით SARS-CoV-2-ის მხოლოდ მესამედი. მიუხედავად ამისა, ის ახერხებს სხეულის უჯრედების მოცვას, რათა გამრავლდეს და გავრცელდეს დიდი სისწრაფით.
მეცნიერები Northwestern Medicine-დან იყენებენ ახალ მიღწევებს CRISPR გენის რედაქტირების ტექნოლოგიაში, რათა აივ ინფექციის სრულად განკურნების გზებს მიაგნონ. და ისინი ამასთან ძალიან ახლოს არიან, ნათქვამია ინსტიტუტის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამ პროცესის საშუალებით, ისინი წააწყდნენ 86 გენს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აივ-ის რეპლიკაციაში. მათ შორის არის 40-ზე მეტი გენი, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა გამოკვლეული აივ ინფექციის კონტექსტში.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: CRISPR — გენური ინჟინერიის რევოლუციური იარაღი
მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები აივ-თან ბრძოლაში
"დღეს არსებული წამლები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აივ-ის ეპიდემიასთან საბრძოლველად და საოცრად ეფექტიანია ვირუსის გამრავლებისა და გავრცელების ჩახშობაში. თუმცა, მედიკამენტებით პაციენტის სრულად განკურნვა არ შეგვიძლია. ადამიანებს ინფექციით ცხოვრება უწევთ და წამლების მუდმივად მიღება", — თქვა Northwestern-ის მეცნიერებმა, ჯად ჰულტკვისტმა.
ჰულტკვისტის კვლევამ შეისწავლა T უჯრედები. ეს მძლავრი უჯრედებია, რომლებიც აივ ინფექციასთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია. კვლევის ფარგლებში მათზე მანიპულირება მოხდა CRISPR-Cas9 გენის რედაქტირების გამოყენებით. მეცნიერებმა ისინი დააინფიცირეს აივ-ით, რათა დაკვირვებოდნენ პროცესს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ როდესაც ამ უჯრედებმა დაკარგეს ვირუსის რეპლიკაციისთვის მნიშვნელოვანი გენი, ამან გამოიწვია აივ ინფექციის შემცირება, ხოლო როდესაც უჯრედები კარგავდნენ ანტივირუსულ ფაქტორს, ეს იწვევდა აივ ინფექციის გაზრდას.
მეთოდი, რომელიც კურნავს
"ეს არის შესანიშნავი მტკიცებულება იმისა, რომ ნაბიჯები და პროცესები, რომლებიც ჩვენ გადავდგით კვლევის შესასრულებლად, იყო ძლიერი და კარგად გააზრებული. ამაღელვებელი ნაწილი ის არის, რომ ამ გენების ნახევარზე მეტი — 46 — აქამდე არასოდეს ყოფილა შესწავლილი აივ ინფექციის კონტექსტში, ამიტომ ისინი წარმოადგენენ ახალ პოტენციურ თერაპიულ გზას", — განმარტა ჰულტკვისტმა.
ჰულტკვისტს იმედი აქვს, რომ მისი ნამუშევარი გამოიწვევს ახალი მკურნალობის სისტემის შემუშავებას, რომელიც აივ ინფექციის სრულად დამარცხებაში დაგვეხმარება. კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები