ნახეთ ვიდეო: MIT-ის რობოტი "ავაზა" სირბილს სწავლობს
MIT-ის მხტუნავმა და უკანა სალტოების მკეთებელმა ავაზამ ამასობაში სირბილიც ისწავლა.
ინჟინრებმა, რომლებიც რობოტზე მუშაობენ, "ავაზას" ახალი შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ ვიდეო გამოაქვეყნეს. ვიდეო ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ავაზა, და თან ძალიან სწრაფად, სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე, ყინულზე, ბალახსა თუ ხრეშზე.
ვიდეოდან ასევე ვიგებთ, რომ ავაზამ სირბილი თავისით, ხელოვნური ინტელექტის სიმულატორების დახმარებით ისწავლა. ეს რობოტისთვის ერთგვარი განახლებაა, მისი წინამორბედი ვერსია ადამიანის მიერ იმართებოდა. ხელოვნური ინტელექტის ჩარევითა და სიმულატორების დახმარებით რობოტმა ძალიან სწრაფად ისწავლა სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე გადაადგილება და ამასთანავე, თავისი სისწრაფის რეკორდიც მოხსნა — მან 14კმ/სთ სიჩქარით სირბილი შეძლო. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია პროექტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.
"ეს დასწავლის ახალი მეთოდია, რომელიც რობოტს საშუალებას აძლევს ისწავლოს სირბილილი სიმულატორში, ამისათვის კი კონტროლერად მარტივი ნეირონული ქსელი გამოიყენება" — ვიგებთ ვიდეოდან.
AI სიმულატორებს ბევრი სარგებელი აქვს თუ მას ადამიანის მიერ შექმნილ კონტროლერს შევადარებთ. პირველ რიგში, ამ გზით წვრთნის დრო დრამატულად მცირდება. უკეთ რომ გავიგოთ, ადამიანური ძალით იგივე შედეგის მიღწევას 100-დღიანი წვრთნა მაინც დასჭირდებოდა, ხელოვნურმა ინტელექტმა კი ეს ყველაფერი სამ საათში შეძლო.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები