14 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან — გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,2322 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,14 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,56 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,5431 ლარს გაუტოლდა.

ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა 9 მარტს სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 39 570 000 აშშ დოლარი გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 21,6 თეთრით, ხოლო ევროსთან 11,82 თეთრით არის გაუფასურებული.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 15 მარტს შევა ძალაში.