ზელენსკის 10 ემოციური მიმართვა, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ის ნამდვილი ლიდერია
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამჟამად უკრაინა, მამაცი უკრაინელი ხალხი და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია, რომელმაც საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი ამჟამად ალბათ ყველაზე დაკავებული ადამიანია, ის ყოველთვის პოულობს დროს, უკრაინელები პირადად გაამხნევოს, სამყაროს კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
ომის დაწყებიდან დღემდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ უამრავი დასამახსოვრებელი და ემოციური მიმართვა გაავრცელა, რომლის მოსმენა თუ წაკითხვა გულგრილს ვერავის დატოვებს. მათგან 10 გამორჩეულს შემოგთავაზებთ, რათა დარწმუნდეთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ნამდვილი ლიდერია:
1. "არავის შეუძლია უყვარდეს ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ის"
24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობდა, რომ რუსეთი უკრაინას თავს 16 თებერვალს დაესხმებოდა. სწორედ ამიტომ მან 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა და საკუთარ ხალხს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა:
"დიდი ქვეყნის დიდო ხალხო, დილა მშვიდობისა! დღეს მნიშვნელოვანი დღეა — ჩვენი ყველას ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, განსხვავებული ასაკის, განსხვავებული სქესის, განსხვავებული ქალაქებიდან, რეგიონებიდან, განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის.
ჩვენ ერთი სურვილი გვაერთიანებს: ვიცხოვროთ მსოფლიოში ბედნიერად ერთ ოჯახად, შვილებთან და მშობლებთან ერთად. და ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, უკრაინაში ვართ. არავის შეუძლია უყვარდეს ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ და არავის სხვას, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი.
გილოცავთ ერთიანობის დღეს, ლურჯ-ყვითელს, გილოცავთ ერთიანობის დღეს, უკრაინა! აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთად ჟღერს, მაგრამ ძლიერად", — განაცხადა ზელენსკიმ.
2. "ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავის და არაფრის გვეშინია"
22 თებერვალს ვოლოდიმის ზელენსკის პუტინის გადაწყვეტილებას ოკუპრებული დონეცკის და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადებით უპასუხა:
"ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავის და არაფრის გვეშინია, არავისი არაფერი გვმართებს და არავის არაფერს დავუთმობთ. ამაში დარწმუნებულები ვართ", — განაცხადა ზელენსკიმ.
3. "მე ვრჩები კიევში"
რა თქმა უნდა, ომის დაწყებიდან დღემდე რუსების მთავარი სამიზნე უკრაინის პრეზიდენტია, რომლის ხელმძღვანელობით ქვეყანა ოკუპანტების თავდასხმას დღემდე მედგრად უმკლავდება. აღსანიშნავია, რომ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ დატოვა უკრაინა, თუმცა ყოველ ჯერზე საპირისპიროს დასამტკიცებლად პრეზიდენტმა კიევში ვიდეო გადაიღო და მსოფლიოს აჩვენა, რომ დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს.
"ჩვენი ინფორმაციით, მტრისთვის მე ნომერ პირველი სამიზნე ვარ, ჩემი ოჯახი კი ნომერ მე-2. სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით, მათ სურთ უკრაინის პოლიტიკური განადგურება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მტრის დივერსიული ჯგუფები შევიდნენ კიევში. მე ვრჩები კიევში", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
4. "სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს, სინათლე კი — სიბნელეზე"
1-ელ მარტს ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ევროპარლამენტარების ოვაციები დაიმსახურა:
"ყოველი დღე ზოგიერთი ადამიანისთვის ბოლოა, დღეს ვსაუბრობ ჩემი ხალხის, უკრაინელების შესახებ, რომლებიც თავისუფლებას იცავენ [...] ჩვენ ვერავინ გაგვტეხს, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ უკრაინელები ვართ. გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი შვილები ცოცხლები ვნახოთ და ვფიქრობ, ეს სამართლიანია.
ჩვენ ჩვენი ძალა დავამტკიცეთ, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ზუსტად ისეთები ვართ, როგორც თქვენ. ამიტომ დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაგვიმტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ — შემდეგ, სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს, სინათლე კი — სიბნელეზე. დიდება უკრაინას", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
5. "თუ ჩვენ მოვიგებთ, გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული, როგორიც ევროპაა"
4 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში ჩაერთო და რამდენიმე ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც მიმართა. მიმართვას თბილისში მოქალაქეეები პარლამენტის წინ, დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს. ზელენსკიმ მიმართვისთვის განკუთვნილი 3 წუთი ომში დაღუპულ ჯარისკაცებს, ომში დაღუპულ მოქალაქეებსა და ევროპის ქვეყნებს დაუთმო.
"ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სინათლისა სიბნელეზე, თავისუფლებისა მონობაზე და თუ ჩვენ მოვიგებთ, გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორიც ევროპაა, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.
ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, ლიონი, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი — თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის", — განაცხადა ზელენსკიმ.
6. "დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით!"
"დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არის.
ჩვენ უკვე მომავალზე ვფიქრობთ. როგორ აღვადგინოთ ჩვენი ქალაქები, აღვადგინოთ ეკონომიკა. უკვე არსებობს შეთანხმება უკრაინას რეკონსტრუქციისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და ეს მხოლოდ პირველი გადაწყვეტილებებია", — ასე მიმართა პრეზიდენტმა უკრაინელებს 5 მარტს.
7. "ჩვენ უკვე მოვიგეთ ჩვენი მომავალი, მაგრამ ჩვენ დღესაც ვიბრძვით ჩვენი დღევანდელი დღისთვის"
6 მარტს მორიგ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხი კიდევ ერთი შთამაგონებელი მიმართვით გაამხნევა:
"უკრაინელებო! ჩვენ უკვე მოვიგეთ ჩვენი მომავალი, მაგრამ ჩვენ დღესაც ვიბრძვით ჩვენი დღევანდელი დღისთვის. ვიბრძვით იმისთვის, თუ სად გავა ზღვარი", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
8. "მიტევების კვირაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპატიებთ [რუსეთს] ასობით მსხვერპლს და ათასობით ტანჯვას"
7 მარტის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მსოფლიოს განუცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრასა და უამრავი უკრაინელის სიკვდილს არ აპატიებდნენ:
"დღეს მიტევების კვირაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპატიებთ [რუსეთს] ასობით მსხვერპლს და ათასობით ტანჯვას. ღმერთი არ აპატიებს. არც დღეს. არც ხვალ. არასდროს. მიტევების ნაცვლად იქნება განკითხვის დღე".
9. "მტერს შეუძლია გაანადგუროს ჩვენი სახლები, მაგრამ ის ვერასდროს მიიღებს ჩვენს სულს"
9 მარტის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მსოფლიოს უკრაინელების შეუპოვრობა და სიმტკიცე კიდევ ერთხელ შეახსენა:
"მტერს შეუძლია გაანადგუროს ჩვენი სახლების, სკოლების, ეკლესიების კედლები, შეიძლება დაანგრიოს უკრაინული საწარმოები, მაგრამ ის ვერასდროს მიიღებს ჩვენს სულს, გულს და თავისუფლად ცხოვრების უნარს. იბრძოლეთ მამაცურად", — მიმართა ზელენსკიმ მსოფლიოს.
10. "ჩვენ არ გავხდით მონები და არც არასდროს გავხდებით"
ომის დაწყებიდან მე-15 დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო და რუსეთი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ უკრაინა დანებებას არ აპირებს:
"მე-15 დღეა ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მყარად ვდგავართ. უკრაინული არმია იგერიებს შეტევებს საკვანძო ადგილებში. მადლობა ჩვენს სამხედროებს, ეროვნულ გვარდიას, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, ტერიტორიულ დაცვასა და ყველას, ვინც თავდაცვას შეუერთდა, ჩვენ არ გავხდით მონები და არც არასდროს გავხდებით. ეს არის ჩვენი სული, ჩვენი ბედი", — განაცხადა ზელენსკიმ.
ბონუსი: ზელენსკის მადლობა ქართველ ხალხს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში გამართულ აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არის დრო, როცა მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესები არიან. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:
"შესანიშნავი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირო მხარი. მადლობელი ვარ ყველასი თბილისში და სხვა ქალაქებში, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ნამდვილად, არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესები".
ამავე თემაზე:
-
შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
გადახედვა
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
"ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო "ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო
გადახედვა
-
თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
-
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა






კომენტარები