ნინო კასრაძე

4 Mar. 2022, 21:14

10 დღის წინ, 21-ე საუკუნეში სიტყვა მშვიდობა ომზე უფრო საშიში გახდა. მშვიდობა ხშირად სიმშვიდის, არდანახვის, წაყრუების, მომხვეჭელობის და კონსუმერიზმის სინონიმი გახდა. მშვიდობის სახელით თვალს ვხუჭავდით ყველაფერ საშინელებაზე და დღეს, 9 დღის წინ, უკრაინელმა ხალხმა ამ ვითომ მშვიდობაზე უარი თქვა და ჩაება ბრძოლაში თავისი მიწისთვის, თავისი მშობლების, ბებიების და ბაბუების საფლავებისთვის, თავისი ცხოველებისთვის, რომლებიც არ დატოვეს კიევში და უკრაინის სოფლებში, იმისთვის, რომ ჰქონოდათ არჩევანი როგორც უნდოდათ, იმ ენაზე ელაპარაკათ თავიანთ მიწაზე, თვითონ გადაეწყვიტათ, როგორ მოევლოთ თავიანთი საფლავებისთვის და როგორ იცხოვრონ მომავალ უკრაინაში. ამისთვის ისინი შეელივნენ ყველანაირ კომფორტს, ყველანაირ კარგ ცხოვრებას, კაფეებში სიარულს პირობითად და ჩაებნენ ამ ბრძოლაში. მე უდიდეს მოწიწებას და პატივისცემას გამოვხატავ ამის მიმართ.  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი…