ნინო კასრაძე

7 Mar. 2023, 15:39

როცა ამბობენ, თვითმიზანი არ არის ევროპაო და, იცით რა, ჩვენს წინაპრებს, იმ საუკეთესო ხალხს, რომელმაც აი, ამ რელსებზე შესვა საქართველო, მე ვგულისხმობ, ილია ჭავჭავაძეს, ნიკო ნიკოლაძეს, იმ ბრწყინვალე პლეადას, მათთვის ეს იყო თვითმიზანი, მე მგონი მათთვის სწორედ თვითმიზანი იყო და ახლა, თუ ეს ყველაფერი ასე მოხდება, ჩვენ ჩამოვშორდებით ამ ჩვენს ნამდვილ მიზანს და რაღა დარჩება?

ეს სუფთა რუსული სტილის კანონია. მე ახლა იმ მეორე ნაწილს, ჩვენი საყვარელი თანამემამულეების ნაწილს, რომელიც შეიძლება არ იზიარებენ ჩვენს პოზიციებს, მათ მივმართავ, შეხედეთ, რა ხდება დღეს რუსეთში, აი, ასე დაიწყო ეს ყველაფერი, შეხედეთ, რა მდგომარეობაში ჩავარდა რუსეთი, იცით, რა? მაშინაც არ წარმოედგინათ, რომ მერე ასე სერიოზულად იქნებოდა ყველაფერი, იცინოდნენ, როდესაც ამ კანონის მიღება იყო, ინტელექტუალური წრეები ამაზე იცინოდნენ, რით დასრულდა ეს ყველაფერი? წიგნებია შეფუთული მწერლების, მოუწიათ წასვლა მოაზროვნე ადამიანებს, უსამშობლოდ დავრჩებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე

ირაკლი კობახიძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს…