10 მიზეზი იმის დასტურად, რომ ზელენსკი ხალხის სიყვარულს მართლაც იმსახურებს
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. გამომდინარე იქიდან, რომ ზელენსკი პოლიტიკაში მოსვლამდე ცნობილი კომიკოსი და სიტკომის მსახიობი იყო, მას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. თუმცა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ მისმა ლიდერობამ თითქმის ყველა დაარწმუნა, რომ ზელენსკი დამსახურებულად იკავებს პრეზიდენტის პოსტს.
2021 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ქალაქებს თავს დაესხა, ზელენსკიმ კი უკრაინის ყველა მოქალაქესა და მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ უნდა იცავდეს პრეზიდენტი თავის ქვეყანას. სტატიაში ზელენსკის შესახებ სხვადასხვა ფაქტს გთავაზობთ, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ხალხის სიყვარულს ის მართლაც იმსახურებს.
1. უკრაინის პრეზიდენტი კომიკოსიდან ეროვნულ გმირად მას შემდეგ გადაიქცა, რაც პუტინს საჯაროდ დაუპირისპირდა
ზელენსკის მხრიდან ეს გაბედული საქციელია იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ნაწილი რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ მკაცრ და პირდაპირ ნაბიჯებს ვერ დგამს.
2. ზელენსკიმ, რომელსაც ებრაელი წინაპრები ჰყავს, პოლიტიკური გამოცდილების გარეშე შეძლო, რომ უკრაინის პრეზიდენტი გამხდარიყო
ერთ-ერთი გამოსვლის დროს ზელენსკიმ თავის ამომრჩეველს ოთხი ებრაელი ძმის შესახებ ისტორია უამბო. "ოთხიდან სამი ძმა ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდა. სამივე უკრაინაში შემოჭრილმა გერმანელებმა დახვრიტეს. მეოთხე ძმა გადარჩა და ომიდან ორ წელში ვაჟი შეეძინა, ხოლო 31 წელში — შვილიშვილი. ეს შვილიშვილი 40 წლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი გახდა და ახლა თქვენ წინ დგას", — ასე აღწერა ზელენსკიმ თავისი ოჯახის ისტორია.
3. პრეზიდენტი ოჯახის იდეას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
"არ მსურს, რომ კაბინეტებში ჩემი სურათი გქონდეთ. პრეზიდენტის ფოტო არც ხატად უნდა აღიქვათ და არც კერპად. ამის ნაცვლად კაბინეტებში კედელზე თქვენი შვილების ფოტოები დაკიდეთ და ყოველ ჯერზე მათ შეხედეთ, როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ", — განაცხადა ზელენსკიმ 2019 წელს თავის ინაუგურაციაზე.
4. სამსახიობო კარიერიდან მოკლე ვიდეოებს ხშირად აქვეყნებდნენ და ზელენსკის არასერიოზულობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა მან საპირისპირო უკვე დაამტკიცა
ზელენსკი 1997-2003 წლებში მხიარულთა და საზრიანთა გუნდის, სახელად Kvartal 95-ის, წევრი იყო. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გუნდის ვიდეოები ხშირად ვრცელდებოდა, რომელშიც ზელენსკი სხვადასხვა როლს ირგებდა. თუმცა დღეს აშკარაა, რომ სამსახიობო კარიერა ზელენსკის პოლიტიკოსობას ეჭვქვეშ ვერ აყენებს.
5. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ზელენსკიმ ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა
ომის დროს ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომლითაც ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებისა და სხვა ადამიანების გული მოიგო. ქვეყნის დატოვების ნაცვლად, მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა და მოსახლეობას განუცხადა, რომ უკრაინელთა დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.
6. ზელენსკი სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც ხალხთან მის უშუალობაზე მეტყველებს
7. ზელენსკი მადლობელია უკრაინის მხარდამჭერი ადამიანების მიმართ და პრეზიდენტი თბილისში გამართულ აქციასაც გამოეხმაურა
"შესანიშნავი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მართალია, მოქალაქეები და მთავრობა სხვადასხვა რამეა, მაგრამ ქართველები თავიანთ მთავრობაზე უკეთესები არიან", — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ტვიტერზე.
8. ზელენსკის გამბედაობა უკვე არაერთი მიმის შთაგონებად იქცა
"ნეტავ, პუტინი თუ ხვდება, რომ ეს კაცი ნამდვილ ლეგენდად აქცია", — წერს ზელენსკის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი.
9. პუტინი და ზელენსკი თავიანთი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან
ეს ფოტოები უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.
10. და ბოლოს, დიდება კაპიტან უკრაინას!
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები