სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას გუნდის წევრი აირჩიეს — "ოცნება" დარღვევებზე საუბრობს და სასამართლოს მიმართავს
სენაკის საკრებულომ თავმჯდომარედ გიორგი გახარიას გუნდის წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩია, მას ნაციონალურმა მოძრაობაც დაუჭირა მხარი. ქართული ოცნება კვლავ ბოიკოტს აცხადებს და სასამართლოს მიმართავს.
როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაჭარავა ამბობს, ამ გადაწყვეტილებით, საკრებულო ფუნქციური გახდება.
"უამრავი ბარიერის მიუხედავად, თავიანთი არ მოსვლის მიუხედავად, აპარატის ბოიკოტის მიუხედავად ჩვენ კანონის სრული დაცვით მაინც მოვახერხეთ და შევძელით იმდენი, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ავირჩიეთ. ეს არის გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საკრებულო გახდეს ფუნქციური. ჩვენ რეალურად მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაზე შევთანხმდით, რომ საკრებულო გახდეს ფუნქციური. აქ მსხდომმა ადამიანებმა ეს გაიაზრეს, სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები", — ამბობს ის.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ინგა ქარდავა ახლად არჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეს დიდი მომავალს ვერ უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ ქართული ოცნების "გამოზრდილი" კაჭარავა ერთ კვირაში დატოვებს თანამდებობას.
23 თებერვალს დილით ქართული ოცნების წევრებმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საკრებულოში მიმდინარე პროცესი არაკანონიერია, რის გამოც სასამართლოს მიმართავენ და 9 თებერვლის მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. კერძოდ სხდომაზე გადაირჩიეს დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს. "ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს არ დაიცვეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები — სხდომას დეპუტატთა მინიმალური რაოდენობის, 17 დეპუტატის ნაცვლად, 16 ესწრებოდა.
საკრებულოს ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან 9 თებერვალს არ ჩატარებულა ახალი სხდომა, ეს იყო 3 დეკემბერს კვორუმით გახსნილი და გადადებული სხდომის გაგრძელება.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა საკრებულოს აპარატის უფროსმა ვეფხვია რუსიამ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აპარატის უფროსზე მმართველი პარტია ზეწოლას ახდენდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები