მსახიობები, რომლებიც კანის 70-ე კინოფესტივალს დაესწრებიან
გასულ კვირას ცნობილი გახდა იმ ფილმების სია, რომლებიც წელს კანის 70-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზის, ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად ერთმანეთს შეეცილებიან.
მთავარ კონკურში მონაწილეობას თვრამეტი ფილმი მიიღებს, მათ შორის არის ჰანეკესა და იზაბელ იუპერის მორიგი ერთობლივი კინოსურათი HAPPY END და სოფია კოპოლას ახალი ფილმი, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი და კირსტენ დანსტი ასრულებენ. ამავე კატეგორიაში არიან ფრანსუა ოზონის და მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმები.
ოსკაროსანი ფრანგი რეჟისორის მიშელ ჰაზანავიჩუსის ახალ ფილმში Redoubtable, რომელიც ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ფრანგი კინორეჟისორის, ჟან-ლუკ გოდარის შესახებ მოგვითხრობს, მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ლუი გარელი ასრულებს.
ფილმის სიუჟეტი გოდარის ცხოვრების იმ ეპიზოდს ეხება, როდესაც მას გადაღების დროს 17 წლის მსახიობი, ანა ვიაზემსკი შეუყვარდა, მოგვიანებით კი მისი მეუღლე გახდა.
ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი ასევე დეივიდ ლინჩის ტვინ პიქსის ახალი სეზონის ორ სერიასაც იხილავს, რომლის პრემიერაც ამერიკაში 21 მაისს შედგება.
კანის კინოფესტივალზე ვანესა რედგრეივი მის სადებიუტო ფილმ Sea Sorrow-ს წარუდგენს მაყურებელს, ასევე შედგება კრისტენ სტიუარტის მოკლემეტრაჟიანი ფილმის Come Swim პრემიერაც.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარი იქნება, რომელსაც რამდენჯერმე აქვს მიღებული ოქროს პალმის რტო, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის. ჟიურის წევრებს შორის არის მსახიობი ჯესიკა ჩესტეინიც.
ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ოსკარის ნომინანტი იზაბელ იუპერი კი პროგრამა Women in Motion-ის წლევანდელი სახე გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ იუპერი ფესტივალს მნიშვნელოვანი მისიით დაესწრება - ის კანში ჩასულ ქალ კინოხელოვანებს კინოინდუსტრიაზე დაელაპარაკება.
გახსნისა და დახურვის ღონისძიებებს კი მონიკა ბელუჩი წაიყვანს.
ამ სიის მიხედვით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კანის კინოფესტივალს სულ მცირე მსახიობები ჯესიკა ჩესტეინი, მონიკა ბელუჩი, იზაბელ იუპერი და რეჟისორი პედრო ალმოდოვარი დაესწრებიან, ასევე კანის წითელ ხალიჩაზე ვიხილავთ - ნიკოლ კიდმანს, კრისტენ დანსტს, ლუი გარელს, ბერენის ბეჟოს, ვანესა რედგრეივსა და კრისტენ სტიუარტს. სავარაუდოდ ლაჟვარდოვან სანაპიროს სერიალ ტვინ პიქსის მსახიობებიც ეწვევიან.
კინოფესტივალს სავარაუდოდ დაესწრება მსახიობი ჯულიანა მურიც, რომელიც საკონკურსო ფილმში Wonderstruck მონაწილეობს, ასევე ალისია სილვერსტოუნი და კოლინ ფარელი ფილმიდან - The Killing of a Sacred Deer.
ფესტივალზე ვიხილავთ ქართველი მსახიობ მერაბ ნინიძესაც, რომელიც მთავარ საკონკურსო სექციაში მოხვედრილ ფილმში იუპიტერის მთვარე მთავარ როლს თამაშობს.
ფრანსუა ოზონი კანში წელს ვეტერან ფრანგ მსახიობ ჟაკლინ ბისესთან ერთად ჩამოვა, რომელიც ოზონის ფილმში თამაშობს.
ლინ რემსი კი ახალ ფილმს You Were Never Really Here ხოაკინ ფენიქსთან ერთად წარადგენს, თუ, რა თქმა უნდა, მსახიობი რუნი მარასთან ერთად მარიამ მაგდალინელის გადასაღებ მოედანზე არ იყო.
წითელ ხალიჩაზე ვიხილავთ ჯენიფერ ჯეისონ ლინსა და რობერტ პატსონსაც, რომლებიც ძმებ სეფდების ფილმში თამაშობენ.
ნოა ბაუმბაჰის ახალი კინოსურათის The Meyerowitz Stories წყალობით, კანს დასტინ ჰოფმანი და ემა ტომფსონი ეწვევიან.
მარიონ კოტიარი, შარლოტა გინსბურგი და მატიე ამალრიკი არნო დეპლეშენის ახალ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ.
ჯუნ-ჰო ბონი კანში ვარსკვლავური ანსამბლით ჩამოდის, ფილმში Okja მთავარ როლებს - ტილდა სუინტონი, ჯეიკ ჯილენჰოლი და ლილი კოლინზი ასრულებენ.
სავარაუდოდ კანს კლაუდია კარდინალეც ეწვევა, რომელიც წელს ფესტივალის პოსტერზეა გამოსახული.
რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ მსახიობებისა, რომელიც წელს ლაჟვარდოვან სანაპიროს ესტუმრება, მათ რამდენიმე ათეული მსახიობიც დაემატება, რომელიც კანში სხვადასხვა მისიით ჩავა.
კინოფესტივალი წელს 17 მაისს დაიწყება.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები