რეზნიკოვის თქმით, კრემლი უკრაინაშიც საქართველოში შემუშავებული სცენარით მოქმედებას გეგმავს
ფოტო: Oleg Petrasiuk
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის განცხადებით, კრემლი ცდილობს, რომ უკრაინაში საქართველოში განვითარებული სცენარით იმოქმედოს. მისი თქმით, რუსეთი ამზადებს საბაბს, რათა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს.
"პროვოკაცია არ შეწყდება. კრემლი მაინც ამზადებს საფუძველს, რათა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება მოახდინოს, იმ სცენარით, რომელიც საქართველოში გამოსცადა. [ამზადებს] მიუხედავად იმისა, განხორციელდება ეს თუ არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ვარიანტი მაგიდაზე ედოს", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, გასულ ღამეს საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ უკრაინა უკვე ემზადებოდა შეტევისთვის. ამას რეზნიკოვი უარყოფს და აღნიშნავს, რომ კიევი ძალისმიერი ქმედებების გამოყენებას არ აპირებს.
"ჩვენ ვიმოქმედებთ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით და ჩვენს მოქალაქეებს საფრთხეში არ ჩავაგდებთ. მივმართავ ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკას, იასინოვატაიას და სხვა ქალაქების მოსახლეობას: ხალხო, არ შეგეშინდეთ, თქვენი მტერი უკრაინა არ არის, არამედ ის, ვინც თქვენი კედლების მიღმა იმალება. უკრაინის თავდასხმის შესახებ ჭორები არ დაიჯეროთ", — თქვა მან.
ამასთან, უკრაინა რუსეთის მიერ საზღვრებიდან ჯარების გაყვანას უარყოფს და აცხადებს, რომ ჯამში კრემლს 149 000 სამხედრო ჰყავს მობილიზებული. რეზნიკოვის თქმით, მათი რიცხვი უახლოეს მომავალში, შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს.
17 თებერვალს ოკუპანტებმა დონბასიდან ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი პროვოკაცია" უწოდა და ხაზი გაუსვა უკრაინაში დიპლომატების დარჩენის აუცილებლობას. რეზნიკოვმა კი აღნიშნა, რომ რუსეთი ავრცელებს ყალბ ცნობებს, თითქოს ბომბი უკრაინულმა მხარემ გამოიყენა.
რუსეთის მტკიცების პარალელურად, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან რუსული ჯარები გაჰყავთ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რიცხვი 7 000-ით გაიზარდა. ზელენსკიც უარყოფს, რომ რუსეთის ჯარები გადიან. მისი თქმით, ამას რეალურად ვერ ხედავენ და მხოლოდ ესმით მის შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებიათ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები და განცხადებები ერთმანეთისგან განსხვავდება.
პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
-
ისტორიაში პირველად, აღბეჭდეს ძროხა, რომელიც საგანს იყენებს ისტორიაში პირველად, აღბეჭდეს ძროხა, რომელიც საგანს იყენებს
გადახედვა
-
ინფარქტის შემდეგ ადამიანის გულის ქსოვილს რეგენერაცია შეუძლია — კვლევა ინფარქტის შემდეგ ადამიანის გულის ქსოვილს რეგენერაცია შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
20 ფილმი, რომელსაც 2026 წელს 20 წელი უსრულდება 20 ფილმი, რომელსაც 2026 წელს 20 წელი უსრულდება
გადახედვა
-
2025 წელს ოკეანეები რეკორდულად გათბა — ჰიროსიმას 12 ატომური აფეთქების ენერგია წამში 2025 წელს ოკეანეები რეკორდულად გათბა — ჰიროსიმას 12 ატომური აფეთქების ენერგია წამში
გადახედვა
-
გოგა ხაინდარავა "ფორმულას" უჩივის გოგა ხაინდარავა "ფორმულას" უჩივის
გადახედვა
-
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა
-
ილჰამ ალიევი: ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს სომხეთი განახორციელებს პირდაპირ გადაზიდვებს ილჰამ ალიევი: ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს სომხეთი განახორციელებს პირდაპირ გადაზიდვებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის მთავრობა დაითხოვა ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის მთავრობა დაითხოვა
გადახედვა
-
ChatGPT-ს მომხმარებლის ასაკის ამოცნობის ფუნქცია ემატება ChatGPT-ს მომხმარებლის ასაკის ამოცნობის ფუნქცია ემატება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი — ახალი არჩევნები... ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან სალომე ზურაბიშვილი: გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი — ახალი არჩევნები... ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: 2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები შემდეგი პოდკასტი: 2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები
-
10 სერიალი, რომელსაც 2026 წელს 10 წელი უსრულდება 10 სერიალი, რომელსაც 2026 წელს 10 წელი უსრულდება
გადახედვა
-
სერიალები, რომლებიც 20+ წელს ითვლის სერიალები, რომლებიც 20+ წელს ითვლის
გადახედვა
-
საიამ სტრასბურგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძის საჩივრებზე რუსეთის წინააღმდეგ წერილობითი პოზიცია წარადგინა საიამ სტრასბურგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძის საჩივრებზე რუსეთის წინააღმდეგ წერილობითი პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ზოდელავა "ოცნების" ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ზოდელავა "ოცნების" ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაზუსტებთ საგარეო უწყება: ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაზუსტებთ
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა
გადახედვა
-
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში — Global Finance-ის ჯილდო თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში — Global Finance-ის ჯილდო
-
Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში
კომენტარები