10 ფოტო, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ზღაპრულ მხარეს გვაჩვენებს
როგორც კი შემოდგომა მიიწურება, საქართველოში მაშინვე განსაკუთრებულად იზრდება ინტერესი ისეთი კურორტების მიმართ, როგორებიცაა ბაკურიანი და გუდაური. არადა ზამთარი მთელი თავისი სუსხიანი დიდებულებით კიდევ ბევრ ადგილას ბატონობს კვირების განმავლობაში.
აი, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთს რომ შევავლოთ თვალი. ზოგადად ეს მხარე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია საქართველოს კუთხეებს შორის: მისი თვალწარმტაცი ბუნებისა თუ ადგილობრივი სამზარეულოს შესახებ ჯერ კიდევ ბევრმა არაფერი იცის.
ქართველი ფოტოგრაფის ოთო ნიკურაძის შთამბეჭდავი ფოტოები ამ რეგიონს სულ სხვა თვალით დაგანახებთ და ისიც კი შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ არქტიკის პეიზაჟებს უყურებთ, სადაც სადმე ჩრდილოეთის ციალიც უნდა ჩანდეს.
კომენტარები