ღვინის კომპანია ბადაგონი სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობას იწყებს
ფოტო: თიბისი
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კომპანია ბადაგონი პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობას იწყებს. 3 თებერვალს სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
კომპლექსი ფუნქციონირებას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებს და წლის განმავლობაში 10 ათასამდე, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ვიზიტორის მიღებას შეძლებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს. სასტუმროში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივები იქნებიან. სასტუმროს კონცეფცია არქიტექტორ ზვიად სურგულაძეს ეკუთვნის.
სასტუმროს ინფრასტრუქტურა აუზს, ბარებსა და რესტორანს აერთიანებს. მის მთავარ ტურისტულ ღირებულებას კი 200 მეტრის მანძილზე განლაგებული ალავერდის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს, რომლის ტერიტორიაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქვევრის ღვინის მარანი და სიძველეთსაცავის მუზეუმია. აქვეა ალავერდის ჭალა და ბადაგონის ქართული ღვინისა და ქართული კერძების ცენტრი.
დაარსების დღიდან ბადაგონის ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.
"Alaverdi Resort-ის მშენებლობასთან ერთად, ალავერდის ეპარქიის ინფრასტრუქტურაც განვითარდება. ახალი გზები, ხიდები, ეკოლოგიურად მეგობრული ტრანსპორტის ბილიკები, სწრაფი და ფართოზოლიანი ინტერნეტი — ეს ყველაფერი იქნება ის დამატებითი შესაძლებლობა, რაც ათასობით მოგზაურს მისცემს მცხეთის, თბილისის, ალავერდისა და ამ ოქროს გზაზე განლაგებული ასობით კულტურული თუ რელიგიური ძეგლისა და ღირსშესანიშნაობის გაცნობის საშუალებას. ალავერდის ეპარქიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების, საქვეყნო და საერო საქმეა", — განაცხადა გიორგი სალაყაიამ, „ბადაგონის“ დამფუძნებელმა.
"თიბისისა და ბადაგონის პარტნიორობა 2 ათწლეულზე მეტს ითვლის. პირველივე დღიდან კომპანიის განვითარების თანამონაწილეები ვართ, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კომპანია ძირითადი საქმიანობის — მეღვინეობის პარალელურად, სტუმარმასპინძლობის მიმართულებასაც ავითარებს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ბიზნესის განვითარება და ტურიზმისა და მეღვინეობის სექტორების ხელშეწყობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმისა და სასტუმროების სექტორში 1 მილიარდ ლარს, მეღვინეობის მიმართულებით კი 404 მილიონ ლარის შეადგენს", — ამბობს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
კომენტარები