პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანა დამოუკიდებლობის 30 წელს ზეიმობს, რეალურად კი უკან თუ გავიხედებით, არაფერზე შემდგარა შეთანხმება, ისტორიის არცერთ ფურცელზე.

"მე ვთვლი, რომ წარმოვადგენ საზოგადოების განცდას, ჩემშიც არის ეს, რომ ეს დაპირისიპრება, რომელიც გროვდება ჩვენს ქვეყანაში, უნდა რაღაცნაირად გადავიდეს საქმიან ურთიერთობაში. ეს არ იქნება რაღაც ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება, ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა, ესაა ჩემი დაწყებული პროცესი, ჩემი ინიცირებული პროცესი მაგრამ ეს იქნება საზოგადოებრივი პროცესი, რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული და რომლის ფორმა იქნება თვით საზოგადოების მიერ შექმნილი და თემებიც წარმოიშობა საზოგადოებიდან.

ეს პროცესი იწყება იმით, რომ ჩვენ წარსულზე და წარსულის რეალურად არცერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული, არ გვაქვს სახელმწიფო, თუ ეროვნული ისტორია არ გაგვაჩნია, თუნდაც ბოლო 30 წლის. ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, უკან თუ გავიხედებით, არაფერზე არ ვართ შეთანხმებული, არცერთ ფურცელზე ამ ისტორიის და ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველივე ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია, იმ ოჯახის ახსნა-განმარტება ამ ფურცლების. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ დღეზე და მომავალზე. ჩვენი დაპირისპირება გროვდება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა შრეებად ამ სხვადასხვა პერიოდების მანძილზე და ჩაბეტონებულია. ჩვენ თუ ეს არ დავძლიეთ, შეიძლება უფრო კიდევ გაღრმავდეს ეს დაპირისპირება და ჩვენ ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვინდა ყველას, ამაში მე ვარ დარწმუნებული, დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო", — აცხადებს პრეზიდენტი მედიასთან შეხვედრისას.