ჯონათანი, რომელიც უკვე ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ცხოველი, 2022 წელს თავის 190 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ გინესის მსოფლიო რეკორდებმა ის ოფიციალურად გამოაცხადა ყველაზე ხანდაზმულ კუდ, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა.

ჯონათანმა ეს წოდება სხვა კუს ჩამოართვა, რომელიც 1965 წელს 188 წლის ასაკში მოკვდა.

"ის ადგილობრივი გმირია, გამძლეობის სიმბოლო", — თქვა მისმა ვეტერინარმა ჯო ჰოლინზმა განცხადებაში.

მიუხედავად ამისა ჯონათანის დაბადების ზუსტ თარიღში ბევრი არაა დარწმუნებული. იმ პერიოდში, როდესაც ჯონათანი დაიბადა ამ მოვლენის ზუსტად ჩანიშვნით ნაკლებად იქნებოდნენ დაინტერესებული. ეს არ გამორიცხავს იმასაც, რომ ის შეიძლება უფრო დიდიც იყოს, ვიდრე ეს მიიჩნევა. ითვლება, რომ ჯონათანი 1832 წელს დაიბადა. ეს დაფუძნებულია ძველ ფოტოზე, რომელიც ჯონათანის სეიშელის კუნძულებიდან სენტ-ჰელენაში გადმოყვანას ასახავს. ფოტო 1882 წელს არის გადაღებული, სადაც კუ სრულიად მოწიფულია. აქედან გამომდინარე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ფოტოზე ჯონათანი უკვე 50 წლის არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის დაიბადა მინიმუმ 1832 წელს.

ჯონათანი ასაკის გასააზრებლად, წარმოიდგინეთ, რომ ის იყო ახალგაზრდა, როდესაც პირველი ფოტო გადაიღეს 1838 წელს და უკვე ზრდასრული, როდესაც პირველი სატელეფონო ზარი განხორციელდა 1876 წელს. ის აშშ-ს 39 პრეზიდენტს მოესწრო და დაიბადა მანამ, სანამ დედოფალი ვიქტორია ბრიტანეთის ტახტზე ავიდა.

თუმცა, დროსთან ერთად ჯონათანს ასაკი სულ უფრო დაეტყო. ის ახლა ვეღარ ხედავს და აღარ აქვს მყნოსველობა. ამიტომ, ახლა მას საკვებს ხელით აჭმევენ.

"მიუხედავად მისი ასაკისა, ჯონათანი ჯერ კიდევ ფორმაშია. მას უყვარს ბანანი და სხვა კუებთან ერთად სეირნობა. იმედი გვაქვს ის კიდევ დიდხანს იცოცხლებს", — თქვა ჰოლინზმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.