კელი დეგნანი

25 Jan. 2022, 20:35

რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად. რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხჰყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა. რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან, სრულიად განსხვავებით შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ.

[...] ქართველებმა გამოსცადეს საბჭოთა ზეწოლა ქართულ ენაზე და ეკლესიის ნგრევა. თქვენ ნახეთ, როგორ ატერორებდნენ კანონიერი ქურდები ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ძირავდნენ ქვეყანას უკანონობაში. თქვენ გინახავთ ომი, ბრძოლა, პოლიტიკური არეულობა, რევოლუცია, მაგრამ ასევე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს არის რეალური პროგრესი. განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, არის მოწოდებები კიდევ ბევრისკენ, რათა შენარჩუნდეს მუხტი საქართველოს უნიკალური კულტურის, რწმენისა და ტრადიციების მყარ საძირკველზე თანამედროვე, აყვავებული, ინკლუზიური ქვეყნის მშენებლობისთვის. მთელი ამ მღელვარე პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ქართველ ხალხს.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკუთარ სიტყვაში ისაუბრა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
  2. "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
  3. "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
  4. ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
  5. თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას

მიმდინარე წლის 30 მაისს, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.…