გამოავლინეს ცილა, რომელმაც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნას შეუწყო ხელი
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გამოავლინეს ცილების ძირითადი ელემენტები, რომლებმაც პირველი სიცოცხლე გახადეს შესაძლებელი. ამან შეიძლება გახსნას ახალი კარები ერთ-ერთ მთავარ შეკითხვაზე პასუხის გასაგებად, თუ როგორ და რა ვითარებაში შეიძლება გაჩენილიყო სიცოცხლე არაცოცხალისგან.
არსებობს მრავალი მოსაზრება, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე და რომელი იყო პირველი; დნმ, რნმ თუ მათი ერთობა. რუტგერსის უნივერსიტეტის მკვლევრები ამ საკითხს სხვა კუთხით სწავლობენ და ცდილობენ გამოავლინონ პირველი ცილები, საიდანაც ჩვენ ყველანი მოვდივართ. კვლევის ფარგლებში მათ რამდენიმე პასუხები შემოგვთავაზეს, რომელიც ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მათი თქმით, ენერგიის შეგროვება და გამოყენება სიცოცხლისთვის აუცილებელი მახასიათებელია. როგორიც არ უნდა იყოს ენერგიის წყარო, მისი ქიმიური შენახვა და გამოყენება გულისხმობს ენერგიის გადაცემას და ეს თავიდანვე საჭირო იქნებოდა. როდესაც სიცოცხლე ჩნდებოდა, ლოგიკურია მივიჩნიოთ, რომ ის ყველაზე ხელმისაწვდომი მსგავს გამტარებს გამოიყენებდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ადრეულ ოკეანეში ეს იქნებოდა გარდამავალი ლითონების მცირე ქვეჯგუფი, რომლებიც დღის პირობებში ხსნადი იქნებოდა.
შესაბამისად, პირველი ცილები იქნებოდა ის, რაც ლითონს აკავშირებს. ლითონის დაკავშირება დღესაც გადამწყვეტია სიცოცხლისთვის, ამიტომ კვლევის ავტორები ეძებდნენ ორიგინალური ცილების სტრუქტურას მსგავსი საერთო მახასიათებლებით. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სწორედ ასეთი ცილები შეისწავლეს.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი ცილები ლითონის დაკავშირების მხრივ ერთმანეთს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ასეთი ცილები შეიძლება არ იყოს მსგავსი. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ეს ლითონის შემკვრელი ბირთვები ხშირად შედგება განმეორებითი ქვესტრუქტურებისგან, LEGO-ს ბლოკების მსგავსად. საინტერესოა, რომ ეს ბლოკები ასევე აღმოვაჩინეთ არა მხოლოდ ლითონის დამაკავშირებელ ცილებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პატარა სამშენებლო ბლოკების გადაწყობას შესაძლოა ჰქონდა ერთი ან რამდენიმე საერთო წინაპარი, რომელმაც წარმოშვა ცილების მთელი დიაპაზონი — ამჟამადაც ხელმისაწვდომი", — თქვა კვლევის ავტორმა, პროფესორმა იანა ბრომბერგმა განცხადებაში.
ამისთვის უნივერსალური სტრუქტურები იქნებოდა საჭირო. თითქმის უნივერსალური სტრუქტურები ძირითადად ოქსიდორედუქტაზებია. ეს ფერმენტებია, რომლებიც ელექტრონებს გადასცემენ მოლეკულებს შორის და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცოცხალი უჯრედების ენერგიით უზრუნველყოფაში. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მსგავსი სისტემა 3.8 მილიარდი წლის წინაც არსებობდა.
ასეთი მოვლენის შემდეგ, ცილები დივერსიფიცირებული იყო. შედეგად ისინი იკეცებოდა ახლებური და უფრო რთული გზებით. ავტორები ფიქრობენ, რომ ეს მომენტი ძალიან ართულებს ზუსტი თანმიმდევრობების იდენტიფიცირებას, მაგრამ შესაძლებელია ცილის კომპონენტების ევოლუციის მიკვლევა მათი სტრუქტურის საფუძველზე. ამ პროცესში მათ აღმოაჩინეს შორს დაკავშირებული პეპტიდები (ამინომჟავების მოკლე ჯაჭვები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ცილების სამშენებლო ბლოკები) მათი სტრუქტურული განლაგების გამოყენებით.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ეს შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძიებაში, ისევე როგორც სინთეზური ბიოლოგიის მეშვეობით ახალი ცოცხალი არსებების შესაქმნელად.
კომენტარები