ყაზახეთმა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა შეაჩერა
ფოტო: REUTERS/Mariya Gordeyeva
განახლება: ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უარყოფენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა ქვეყანაში აიკრძალა. ამის შესახებ ადგილობრივი ონლაინმედია, Vласть Twitter-ზე წერს. გამოცემის ცნობით, ფრენებს ავიაკომპანიები თავად აუქმებენ.
ყაზახეთმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა შეაჩერა. ინფორმაციას რუსული სააგენტო, RIA ტაშკენტში ყაზახეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, შეჩერებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა ყაზახეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით, საჰაერო და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალებით", — განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა.
ყაზახეთში დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა არ შეწყვეტილა დაპირისპირება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლო ინფორმაციით, ათობით დემონსტრანტი და 13 სამართალდამცავია დაღუპული.
რატომ დაიწყო პროტესტი
4 იანვარს საწვავის ფასების მატების გამო ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს, თუმცა პროტესტი არ შეწყდა. პრეზიდენტმა ალმათსა და მანგისთაუს რაიონში, სადაც არეულობა იყო, 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გადადგა. ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა.
დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა, გავრცელდა ხანძრის კადრებიც. დაკავებულია რამდენიმე ასეული მოქალაქე და დაშავებულია ასეულობით პოლიციელი. დაშავებული დემონსტრანტების რაოდენობაზე კი ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. პრეზიდენტის განცხადებით, ჯარისკაცებსა და პოლიციელებში არის მსხვერპლი.
დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.
საგანგებო რეჟიმი, რომელიც დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში იყო გამოცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყაზახეთში აიკრძალა მასობრივი შეკრებები და დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა.
მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. ტოყაევის აზრით, პროტესტის მონაწილეების ქმედებებით ცხადია, რომ ეს შეთქმულების კარგად მომზადებული გეგმაა, რომლის უკანაც ფინანსური მოტივია. მანვე აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფოს მმართველი და "დღეიდან უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი", აპირებს, იმოქმედოს მაქსიმალურად მკაცრად. ეს ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აღარ იქნება.
5 იანვარს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის. ფაშინიანი ამ საბჭოს თავმჯდომარეა, მისი სხვა წევრები კი რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და ყაზახეთის ლიდერები არიან. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მოწინავე შენაერთების ნაწილმა დავალებების შესრულება ყაზახეთში უკვე დაიწყო. ОДКБ-ის ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებს დაიცავენ და ძალოვან სტრუქტურებს დახმარებას გაუწევენ.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები