მთვარე, მარსი და ასტეროიდები — 2022 წლის მთავარი კოსმოსური მიზნები
მომავალი წელი კოსმოსის ათვისების მხრივ საინტერესო იქნება. მნიშვნელოვანი მისიები განხორციელდება მთვარეზე, მარსზე და ასტეროიდებზე. ასევე აღნიშვნის ღირსია ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც უამრავ სიახლეს გვპირდება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მომავალი მისიებიდან დედამიწაზე გაგზავნილი მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ ის რაც აქამდე უცნობი იყო. ეს მოიცავს, როგორც მზის სისტემას, ისე მის მიღმა არსებულ ობიექტებს.
კოსმოსური სააგენტოები, როგორიცაა NASA, ევროპის კოსმოსური სააგენტო და იაპონიის კოსმოსური სააგენტო JAXA — ყველა მიზნად ისახავს ზონდების გაგზავნას მზის სისტემის სხვადასხვა სამიზნეებზე ამ წელს.
მარსი: ევროპის კოსმოსური სააგენტო და რუსეთი გეგმავენ სექტემბერში წითელი პლანეტის ზედაპირზე მათი ერთობლივი დესანტისა და როვერის ExoMars-ის გაგზავნას. ის მარსის ზედაპირზე შეუერთდება NASA-ს Perseverance-სა და Curiosity-ის. ორივე მათგანი მომავალ წელსაც გააგრძელებს მუშაობას.
ასტეროიდები: NASA-ს Psyche მისია 2022 წლის აგვისტოში გაეშვება. საუბარია მეტალის ასტეროიდის შესწავლაზე. რომელიც შესაძლოა ოდესღაც დიდი ხნის მკვდარი პლანეტის ბირთვის ნაწილია.
NASA-ს DART-ის მისია, ასევე, მომავალ წელს მიაღწევს თავის ასტეროიდულ სამიზნეს. ეს იმ იმედით, რომ კიდევ ერთხელ შევისწავლოთ ასტეროიდები და საჭიროების შემთხვევაში მათი თავიდან აცილების პერსპექტივები.
მთვარე: NASA მთვარის ათვისების მიზნით თავისი მეგა-რაკეტის Space Launch System-ის პირველ ფრენას წელს განახორციელებს. რაკეტა პატარა თანამგზავრებს წაიღებს, რომლებიც გამოიკვლევენ წყალს მთვარის გარემოში. სხვა ქვეყნები: იაპონია, რუსეთი და ინდოეთი, ასევე აპირებენ მომავალ წელს მთვარეზე მისიების გაგზავნას.
ჯეიმს ვების ტელესკოპი: და რაც მთავარია, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი 2022 წელს ამოქმედდება. ვები 100-ჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ის ორბიტაზე განთავსდება, დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით. ტელესკოპის შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო. ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ეს ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს.
ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელს მეცნიერები ცდილობდნენ ეპოვათ დედამიწის პოტენციური ტყუპი პლანეტები, რომლების თავისი ვარსკვლავების გარშემო ბრუნავს. 2022 წელი სწორედ ამის გაგრძელება იქნება. მკვლევრები და სააგენტოები, როგორიცაა NASA, გააგრძელებენ მსგავს კვლევებს. წინ ძალიან საინტერესო წელი გველის.
კომენტარები