ოპოზიციის მოწვეულ ბათუმის საკრებულს რიგგარეშე სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატები არ მივიდნენ
ოპოზიციის მოწვეულ ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატები არ მივიდნენ. ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა ჩაიშალა. რეგლამენტის მიხედვით, იმისთვის რომ საკრებულოს სხდომა უფლებამოსილი იყოს, მას უნდა ესწრებოდეს წევრთა ნახევარი მაინც, ამ შემთხვევაში — 18 დეპუტატი (ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია). საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ მოწვეულ სხდომაზე მხოლოდ 15 დეპუტატი დარეგისტრირდა.
მას შემდეგ, რაც საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე ვერ აირჩეს, რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება დეპუტატთა სრული შემადგენლობის 1/3-ს, ანუ 12 დეპუტატს ჰქონდა. სწორედ რეგლამენტის ამ ჩანაწერით იხელმძღვანელეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და სხდომა მოიწვიოს. როგორც საკრებულოს წვერი პარტია ლელოდან, ირაკლი კუპრაძე განმარტავს, მათ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ქართული ოცნება მიწვევას მიიღებდა, თუმცა აცხადებს, რომ სურდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, "ვინ ქმნის კრიზისს".
"ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ საკრებულო არის შემდგარი, უფლებამოსილება არის ცნობილი. შესაბამისად, ამ უფლებამოსილების ცნობის პროცესში საკრებულოს სხდომები უნდა გაიმართოს. ამაზე ხომ კითხვის ნიშანი არავის არ უჩნდება?! [...] მოვიწვიეთ სხდომა და ველოდით ყველა პარტიის წარმომადგნელობის ყოფნას ამ დარბაზში, თუმცა ქართული ოცნება არ მოვიდა.
მოლოდინი ქართულ ოცნებასთან მიმართებით არაფერზე არ გვაქვს, იმიტომ, რომ მათ არ ახასიათებთ რაციონალური გადაწყვეტილებები, რომლებიც ეყრდნობა ბათუმელების პრობლემატიკის გადაწყვეტას ან, თუნდაც, კრიზისის დასრულებას. კიდევ ერთხელ, ოპოიციამ აჩვენა, რომ ერთადერთი დაინტერესებული მხარეა ამ კრიზისის გადაწყვეტაში", — განაცხადა ირაკლი კურპაძემ.
კუპრაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ სხდომები ყოველკვირეულად უნდა მოიწვიოს, მმართველი პარტიის დეპუტატების გამოუცხადებლობა კი საზოგადოებისთვის იქნება სიგნალი, რომ "კრიზისის მთავარი შემოქმედი და მოძალადე არის ქართული ოცნება".
3 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული დეპუტატების პირველ შეკრებაზე, საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს. პირველი სხდომაც ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, რის გამოც ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები