ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტიდან შემომსვლელ პირს დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოუჩინეს. საუბარია 21 680 000 რუსულ რუბლზე, რომელიც ეროვნული ბანკის ამჟამინდელი კურსის შესაბამისად დაახლოებით 915 633 ლარია.

"ავტომობილის მფლობელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680 ათასი რუსული რუბლი იქნა აღმოჩენილი. აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად 915 633 ლარი შეადგინა", — აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული თანხა ჩამოერთვა.