7 წლის ბიჭი, რომელმაც და გადაარჩინა, ტომ ჰოლანდმა სპაიდერმენის გადასაღებ მოედანზე დაპატიჟა
7 წლის ბრიჯერ უოლკერის სახელი მსოფლიომ დაახლოებით 1 წლის წინ გაიგო, როდესაც ბიჭმა უმცროსი და ძაღლის თავდასხმისგან დაიცვა. მამაც ბიჭს პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა და 90 ნაკერი დაადეს, თუმცა მისმა საქციელმა მსოფლიო და სუპერგმირები აალაპარაკა.
კრის ევანსმა, რომელიც მარველის ფილმებში კაპიტანი ამერიკას როლს ასრულებს, ბიჭს კაპიტანის ფარი გაუგზავნა. ბრიჯერს რობერტ დაუნი (რკინის კაცი) და ტომ ჰოლანდიც (ადამიანი ობობა) გამოეხმაურნენ. ტომ ჰოლანდმა ბიჭს დაურეკა და სპაიდერმენის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე წაყვანას დაჰპირდა:
"სპაიდერმენი 3-ის გადაღებებს ვიწყებთ და თუ გენდომება გადასაღებ მოედანზე მოსვლა და ამ სუპერგმირის ფორმის ახლოს ნახვა, ყოველთვის გაგვიხარდება შენი ხილვა", — შესთავაზა ჰოლანდმა ბიჭს.
ფოტო: robertwalker307 / Instagram
ფოტო: robertwalker307 / Instagram
როგორც ჩანს, ტომს საკუთარი პირობა არ დავიწყებია: ბრიჯერმა გადასაღები მოედანი დაათვალიერა და კედლებზე მცოცავ გმირთან ერთადაც იფრინა!
ფილმის გუნდს ბრიჯერის მამამ მადლობა გადაუხადა:
"სპაიდერმენის ფილმის შეფასებები ძალიან მოგვეწონა. იმის მიუხედავად, რომ უამრავი მიზეზია, რის გამოც ის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მე მგონია, რომ ამის მთავარი მიზეზი კარგი, კეთილი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული მსახიობები და გუნდია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც პატარა ბიჭის ამბავი გაიგეს და უნდოდათ, მისთვის მადლობა გადაეხადათ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც გადაღებების დატვირთული პროცესი შეაჩერეს იმისთვის, რომ პატარა ბიჭი გაეღიმებინათ და საყვარელ გმირთან ერთად ფრენის საშუალება მიეცათ", — წერს ბრიჯერის მამა ინსტაგრამზე.
ფოტო: robertwalker307 / Instagram
ფოტო: robertwalker307 / Instagram
ბრიჯერის ისტორია მთელ მსოფლიოს მისმა დეიდამ, ნიკოლ უოლკერმა მოუთხრო ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით, თუ როგორ გადაარჩინა მან თავისი უმცროსი და:
"მას შემდეგაც კი, რაც ძაღლმა მას სახეზე არაერთხელ უკბინა, თავის დას ხელი ჩაავლო და გაიქცა, რათა უსაფრთხო ადგილას გაეყვანა. მოგვიანებით გვითხრა: "თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო, ვფიქრობ, ეს მე უნდა ვყოფილიყავი". პლასტიკური ოპერაციის შემდეგ მას სახეზე 90 ნაკერი დაადეს და ახლა სახლში გადის რეაბილიტაციას. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი მამაცი ბიჭი და გვინდა, სხვა სუპერგმირებმაც იცოდნენ მის შესახებ", — ვკითხულობთ პოსტში.
სწორედ ამის შემდეგ გამოეხმაურა ამ ფაქტს არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის კრის ევანსი, რომელმაც განსაკუთრებულ სიურპრიზთან ერთად 6 წლის გმირი დაამშვიდა, რომ მალე ყველაფერი უკეთ იქნება:
"სულ ასეთი მამაცი იყავი, შენნაირი ადამიანები გვჭირდება. ვიცი, რომ გამოჯანმრთელების პროცესი შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შენზე გავიგე, ვფიქრობ, ეს სულაც არ გაგიჭირდება".
ამავე თემაზე:
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
კომენტარები