ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს — DRI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) თანახმად, ფაქტები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჯეროვან დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ უზრუნველყოფს. DRI-ს მიხედვით, ცხინვალში ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან აქტიური ბორდერიზაციის პროცესის პარალელურად, გახშირდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო საჯარო პოზიცია.
ოკუპირებული ცხინვალის დაკავების იზოლატორში, დღესდღეობით, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული შვიდი პირი იმყოფება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოდან დღემდე, დე ფაქტო საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს ათი ადამიანი, აქედან სამი გათავისუფლდა.
თავის მხრივ, დე ფაქტო რეჟიმის კგბ-ს პრესსამსახური ასაჯაროებს ინფორმაციას, რომ ნოემბერში ე.წ. საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ცხინვალის ინფორმაციით, სულ დააკავეს 35 პირი, დაკავებულებს შორის 31 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია და ოთხი დე ფაქტო სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი. შედეგად, 24 პირი დაჯარიმდა, შვიდი ჯარიმის გარეშე გათავისუფლდა, ერთ პირზე კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.
"საოკუპაციო ძალებმა 5 ოქტომბერს სამი და 10 დეკემბერს ორი ადამიანი დააკავეს. აღნიშნული ხუთი პირის ვინაობა არ გასაჯაროებულა, უცნობია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა. 12 დეკემბერს, საოკუპაციო ძალებმა სოფელი ნიქოზიდან, ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე გაიტაცეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი ნაცემია. საგულისხმოა, რომ პირველ დეკემბერს დაკავებულმა მამუკა ჯანელიძემ, რომელიც 4 დეკემბერს გაათავისუფლეს, ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან ფიზიკური ძალადობაზე მიუთითა", — აცხადებენ DRI-ში.
2021 წლის 14 აგვისტოდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება გელა გოჭოშვილი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, საზღვრის კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. DRI-ის ინფორმაციით, გოჭოშვილის ოჯახი კასპის რაიონში ცხოვრობს და ახალგორშიც ოჯახის წევრები ჰყავს. თბილისისთვის მისი დაკავება გვიან, სექტემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოჭოშვილს საზღვრის კვეთის გარდა სხვა სისხლის სამართლის დანაშაულსაც ედავებიან. ინფორმაცია მისი უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ დრომდე უცნობია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაკავებების რაოდენობაზე, საფუძველზე და მათ მდგომარეობაზე ინფორმაციის ნაკლებობა და პასიურობა საერთაშორისო დონეზე, შეიცავს რისკებს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან ერთად, სავარაუდოდ, დაკავებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები, ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის დასაზუსტებლად და საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად.
DRI საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გელა გოჭოშვილის, მამუკა ჩხიკვაძისა და ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია, ცხინვალში საოკუპაციო ძალების მხრიდან სიტუაციის გაუარესების ტენდენციაზე ხაზგასმა და საერთაშორისო საზოგადოებასთან პროაქტიული მუშაობა, ზემოაღნიშნული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები