კალაძისთვის გაუგებარია, რატომ ჩათვალა კელიმ ოლსონზე მისი განცხადება შეურაცხყოფად
ფოტო: კადრი ვიდეოდან/Kakha Kaladze კახა კალაძე
ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ჩათვალა საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონზე მისი განცხადება შეურაცხმყოფელად. ის განმარტავს, რომ "მისი პრობლემა იყო" რომ არ იცოდა ასეთი თანამდებობის არსებობის შესახებ.
"გაუგებარია იან კელის განცხადება, იმიტომ, რომ დავიწყოთ იქედან, რომ მე შეურაცხყოფა არავისთვის არ მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემ განცხადებას მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლისთვის, ან ზოგადად, უცხოელი ჩვენი მეგობრისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. არ არსებობს ასეთი ფაქტი და გუშინდელი ჩემი განცხადებაც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო, რომ თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან — მრჩევლის მოადგილე, რომ მე არ ვიცოდი, თორემ შეურაცხყოფა მე არავისთვის არ მიმიყენებია", — განაცხადა კალაძემ.
"თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?" — ასე უპასუხამ კალაძე ოლსონის კრიტიკული განცხადების შესახებ დასმულ კითხვას. მას შემდეგ, რაც განუმარტეს, რომ ოლსონი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანია, კალაძემ განაცხადა:
"თანაშემწე და იმის მოადგილე კიდე? არ ვიცოდი ეგეთი თანამდებობა თუ იყო".
კალაძის განცხადებას გამოეხმაურა იან კელი, რომელმაც ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა:
"საგარეო პოლიტიკის კეთება შეურაცხყოფით. ვფიქრობ, თვით კისინჯერიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას".
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების ლიდერები არაერთი განცხადება გააკეთეს, სადაც ღიად აკრიტიკებენ, მათ შორის შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს. ხელისუფლების წევრები ხშირად ამბობენ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს "ვიღაც ევროპარლამენტარი ბრძნული სახით". მმართველი პარტიის ლიდერები იმ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ, ნაციონალური მოძრაობის მეგობართა კლუბის წევრებს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ისინი კრიტიკული შეფასებების სანაცვლოდ "ფულს იღებენ".
აღსანიშნავია, რომ დასავლელი პარტნიორებისგან ხმაურიანი განცხადებები გამოიწვია თავად კალაძის მიმართვამ ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდისადმი. უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კალიულაიდმა თქვა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის ჯერ მზად არ არიან, რის საპასუხოდაც კალაძემ განაცხადა რომ ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს. კითხვას, აფუჭებს თუ არა ასეთი განცხადებები ესტონეთთან ურთიერთობებს, ასე უპასუხა:
"ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს, აფუჭებს თუ არა. აუცილებლად დაუსვით ეს შეკითხვა ესტონეთის პრეზიდენტს".
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
კომენტარები